შარმიანის ცეცხლისჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შარმიანის ცეცხლისჯვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შარმიანის განაპირას, ფერდობზე. თარიღდება X საუკუნით. ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან თანადროული, ორსართულიანი მინაშენი ეკვრის. ორივე ნაგებობა აგებულია მუქი ღვინისფერი თლილი ქვის კვადრებით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიისა და მინაშენის გადახურვა, ლავგარდანი და მინაშენის სართულშუა გადახურვა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან. მინაშენის მეორე სართულიდან აქვს. კარი სწორკუთხაა, სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ერთადერთი, შიგნით ბრტყლად გადახურული და გარედან თაღოვანი სარკმელია, რომელსაც საფეხუროვანი ძირი აქვს. სარკმლის მარჯვნივ მარტივი ჯვარია ჩაკვეთილი. სარკმლის ქვემოთ დგას სწორკუთხა ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს ორსაფეხურიანი თაროა.

სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი ნიშია. ჩრდილოეთისაში - ერთი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე 2.5 მეტრ სიმაღლეზე შემორჩენილია თაღის საყრდენი თითო კონსოლი. მინაშენი სიდიდით თითქმის ეკლესიის ტოლია და მას გადაბმული წყობით უკავშირდება. I სართულის შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილსია გაჭრილი. კარი სწორკუთხაა, გადახურულია თხელი არქიტრავის ქვით. კარის წინ კიბის ფრაგმენტებია შემორცენილი. სამხრეთით და აღმოსავლეთით თითო დაბალი სარკმელია. სართულშუა გადახურვა ჩაშლილია. სართულშუა გადახურვის საყრდენი ქვის თარო ინტერიერის მთელ პერიმეტრზეა შემორჩენილი. II სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა კარია. შენობის ჩრდილოეთ კედელი გარედან მიწაყრილითაა დაფარული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]