შარლ III (ბურბონის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლ III დე ბურბონი
Charles III, Duke of Bourbon.jpg
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1490
გარდ. თარიღი 6 მაისი, 1527, (37 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ბურბონის ჰერცოგი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) სიუზენ დე ბურბონი
მშობლები მამა: გილბერტი, მონტესპიერის გრაფი
დედა: კლარა გონძაგა

შარლ III დე ბურბონი (ფრანგ. Charles III de Bourbon; დ. 17 თებერვალი, 1490 — გ. 6 მაისი, 1527) — ბურბონთა დინასტიის გვერდით შტოს წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგინია სიუზენის თანამმართველი 1505-21 წლებში და შემდგომში უკვე ბურბონის დამოუკიდებელი ჰერცოგი 1521-37 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლი დაიბადა 1490 წლის 17 თებერვალს საფრანგეთში. იგი იყო მონტესპიერის გრაფ გილბერტის ვაჟი, რომელიც თავის მხრივ ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ის შვილიშვილი იყო. 1496 წელს შარლი მონტესპიერის ჰერცოგი ხდება, 1505 წელს კი ცოლად ირთავს თავის ბიძაშვილ სიუზენ დე ბურბონს, რომელიც ოვერნისა და ბურბონის ჰერცოგინია იყო. ამის შემდეგ შარლ III მისი თანამმართველი გახდა. 1515 წელს მეფე ფრანსუა I-თან ერთად იბრძოდა იტალიურ ომებში. 1517 წელს შეეძინა პირველი და უკანასკნელი შვილი, რომელიც ძალიან სუსტი იყო და მალევე დაიღუპა. 1521 წელს კი მისი მეუღლე, სიუზენი გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი ბურბონის ერთპიროვნული მმართველი ხდება, თუმცა მეორედ აღარ დაქორწინებულა. 1524 წლიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის წინააღმდეგ ლომბარდიაში. ასევე იგი მუშაობდა პაპ კლემენტ VII-ისა და მეფე ფრანსუას შორის მოლაპარაკებებზე, თუმცა 1527 წელს, 37 წლის ასაკში, უშვილოდ დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Duruy, Victor, Martha Ward Carey, and John Franklin Jameson, A history of France, (Thomas Y. Crowell and Co.:Boston, 1889)
  • Pardoe, Julie, The Court and Reign of Francis the First, King of France, (Lea and Blanchard:Philadelphia, 1849)
  • Treat, James, The Catacombs of Rome, (The Old Corner Bookstore Inc.: Boston, 1907)
  • Louis Rousselet, "The Son of the Constable of France", (Gilbert & Rivington: London 1892)
  • Grece, Michel de, "Le Rajah Bourbon",(Lattes: Paris 2007)