შარლ პიშეგრიუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ პიშეგრიუ

შარლ პიშეგრიუ (ფრანგ. Jean-Charles Pichegru; დ. 16 თებერვალი, 1761, ლე-პლანში, ფრანშ-კონტე – გ. 5 აპრილი, 1804, პარიზი) — ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, დივიზიონის გენერალი (1793). 1783 წელს მონაწილეობდა ჩრდილოეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომში. 1793 წელს სარდლობდა რაინის არმიას, ხოლო 1794-1795 წლებში ჩრდილოეთის არმიას ჰოლანდიის დასაპყრობად. 1795 წელს ჩაახშო იაკობინელთა აჯანყება პარიზში, შემდეგ სარდლობდა რაინ-მოზელის არმიას. 1797 წელს აირჩიეს ხუთასთა საბჭოს თავმჯომარედ. გამოვიდა დირექტორიის წინააღმდეგ. 18 ფრუქტიდორის (1797 წლის 4 სექტემბერი) გადატრიალების დროს დააპატიმრეს. 1798 წელს ჯერ ინგლისში გაიქცა, შემდეგ – პრუსიაში. 1803-1804 წლებში ჟორჟ კადუდალთან ერთად ამზადებდა ნაპოლეონზე თავდასხმას, დააპატიმრეს. თავი მოიკლა საპატიმროში.

ლიტერატურა[რედაქტირება]