შარლ გლეირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ გლეირი
დაიბადა 2 მაისი, 1806(1806-05-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი შევილი
გარდაიცვალა 5 მაისი, 1874(1874-05-05)[10] [11] [12] [13] [2] [3] [5] [6] [7] [8] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[14]
ჟანრი ისტორიული ფერწერა და რელიგიური ფერწერა

მარკ გაბრიელ შარლ გლეირი (ფრანგ. Marc Gabriel Charles Gleyre; დ. 2 მაისი, 1806 — გ. 5 მაისი, 1874) — შვეიცარიელი მხატვარი და პედაგოგი, აკადემიზმის წარმომადგენელი.

დაიბადა შევილიში[15]. ცხრა წლის ასაკში დაობლებული გლეირი ბიძამ ლიონში წაიყვანა ფაბრიკის სკოლაში სასწავლებლად. 1820-იან წლებში ის პარიზში ჩადის და ინტენსიურად სწავლობს ფერწერას, შემდეგ კი თითქმის ათი წლით ტოვებს საფრანგეთს. რამდენიმე წელს იტალიაში ატარებს, სადაც ის ორას ვერნესა და ლუი-ლეოპოლდ რობერს უახლოვდება. ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ 1830-იან წლებში გლეირი ისევ პარიზში ბრუნდება და ინტენსიურ მუშაობას უდგება. მისი პირველი ფერწერული ტილო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, გამოჩნდა 1840 წელს ("წმინდა იოანეს გამოცხადება"). მოს მოჰყვა "საღამო" (1843) — მასშტაბური ალეგორია, რომელმაც პარიზის გამოფენაზე ვერცხლის მედალი მიიღო (შემდგომში ცნობილი, როგორც "დაკარგული ილუზიები").

მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, გლეირს შემდგომ გამოფენებში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია. ის საკუთარი თავის მიმართ უკიდურასად მომთხოვნი იყო და თითო ტილოს დიდ დროს უთმობდა. შესაბამისაც, საერთო ჯამში, მისი გარდაცვალების შემდეგ შედგენილი კატალოგის მიხედვით, მას 683 ნაშრომი აქვს შექმნილი, მათ შორის ეტიუდები და ფერწერული ტილოები. მათ შორისაა, კერძოდ, ჰეინეს პორტრეტი, რომლის ჟურნალში «Revue des deux mondes» გრავიურისთვის გამოიყენეს (1852). მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებთა შორისაა ტილოები "მიწიერი სამოთხე", "წარღვნა", "ოდისევსი და ნავსიკაია", "ცოდვილი შვილი" და სხვა ნამუშევრები ანტიკურ და ბიბლიურ თემებზე.

ფერწერის გარდა გლეირი ასევე ცნობილი იყო, როგორც პედაგოგი, რომელსაც პოლ დელაროშმა 1840-იან წლებში საკუთარი მოწაფეები გადასცა. გლეირის სტუდიაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ალფრედ სისლეი, პიერ ოგიუსტ რენუარი, კლოდ მონე, ჯეიმზ უისტლერი და სხვა გამოჩენილი მხატვრები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RKDartists
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Hauptman W. Gleyre, (Marc-)Charles(-Gabriel) // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T032858
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 The Fine Art Archive — 2003.
  9. SIKART — 2006.
  10. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  11. Charles Gleyre
  12. Marc-Charles-Gabriel Gleyre — 2006.
  13. Marc Gabriel Charles GleyreOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  14. Union List of Artist Names — 2017.
  15. (1984) რედ. Stevens, Mary Anne: The Orientalists: European painters in North Africa and the Near East. Royal Academy of Arts, გვ. 150, 178–9.