შარლოტა პერკინს გილმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შარლოტა პერკინს გილმენი
Charlotte Perkins Gilman c. 1900.jpg
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1860
დაბადების ადგილი ჰერტფორდი, კონექტიკუტი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო, 1935 (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი პასადენა, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მწერალი, რედაქტორი, ლექტორი, სოციალური რეფორმატორი
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა აშშ
Magnum opus ყვითელი ფონი[2] , Herland[3] და Mafer tetona[4]
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[5] და კონექტიკუტის ქალების დიდების დარბაზი
მეუღლე Charles Walter Stetson[6] და George Houghton Gilman
ხელმოწერა Charlotte Perkins Gilman Signature Transparent.png

შარლოტა პერკინს გილმენი (დ. 3 ივლისი, 1860 — გ. 17 აგვისტო, 1935) — გამოჩენილი ამერიკელი ჰუმანისტი, რომანისტი, მოთხრობების ავტორი, პოეტი და ლექტორი. მის კალამს როგორც მხატვრული, ასევე არამხატვრული ტექსტებიც ეკუთვნის. იგი უტოპიური ფემინისტი იყო, რომელმაც არატრადიციული მიდგომებისა და ცხოვრების წესის გამო მომდევნო თაობის ფემინისტებისთვის მისაბაძი მაგალითის როლი შეასრულა. პერკინსი აშშ-ის ქალთა ეროვნულ დიდების დარბაზში შეიყვანეს. მისი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია ნახევრადავტობიოგრაფიული მოთხრობა „ყვითელი ფონი“, რომელიც მშობიარობისშემდგომი მწვავე ფსიქოზური შეტევის შემდეგ დაწერა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გილმენი 1860 წლის 3 ივლისს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში მერი და და ფრედერიკ ბიჩერ პერკინსების ოჯახში დაიბადა. მას ჰყავდა ერთი უფროსი ძმა, თომას ედი. შარლოტას ჩვილობის პერიოდში, მისმა მამამ ოჯახი მიატოვა, რის შემდეგაც მან მთელი დარჩენილი ბავშვობა სიღატაკეში გაატარა.[7] მისი დედა ვერ ახერხებდა შვილების შენახვას, რის გამოც, პერკინსი ხშირად მამის ნათესავებთან ცხოვრობდა, მათ შორის იყო „ბიძია თომას ქოხის“ ავტორი ჰარიეტ ბიჩერ სტოუ.

გილმენი სკოლაში მხოლოდ ოთხი წელი სწავლობდა, რა დროის მანძილზეც შვიდი სხვადასხვა სკოლა გამოიცვალა. მან სწავლა 15 წლის ასაკში შეწყვიტა. დედამისს არ სურდა, მის შვილებს მასავით გასცრუებოდათ იმედი, რის გამოც მათ მჭირდო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და მხატვრული ლიტერატურის კითხვას უკრძალავდა. იგი შვილების მიმართ სიყვარულის გამოხატვასაც კი ერიდებოდა, რის შესახებაც გილმენი თავის ავტობიოგრაფიაში „შარლოტა პერკინს გილმენის ცხოვრება“ წერს.[8] მიუხედავად იმისა, რომ პერკინსი ჩაკეტილად და სიღარიბეში ცხოვრობდა, იგი მუდმივად სტუმრობდა საჯარო ბიბლიოთეკას და უძველესი ცივილიზაციების ისტორიებს ეცნობოდა, რითაც გაუცნობიერებლად თავისი მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებოდა. მასზე გავლენა მოახდიდა მამამისის ლიტერატურისადმი სიყვარულმა, რომელიც წლების შემდეგ შვილს დაუკავშირდა და იმ წიგნების სია შეუდგინა, რომლიც მისთვის საინტერესოდ და გამოსადეგად მიაჩნდა.[9]

გილმენმა მოზარდობის დიდი ნაწილი როუდ აილენდის ქალად პროვიდენსში გაატარა. მისი მეგობრების უმეტესობა ბიჭები იყვნენ, რის გამოც იგი საკუთარ თავს „ტომბოის“ უწოდებდა.[10]

გელმანის ბუნებრივი ინეტელექტი და უსაზღვრო ცოდნა ყოველთვის ხიბლავდა მასწავლებლებს, თუმცა ისინი მაინც უკმაყოფილონი იყვნენ მისით, რისი მიზეზიც მისი სიღარიბე იყო.[11] გილმენის საყვარელი საგანი ბუნებრივი ფილოსოფია იყო, რომელსაც მოგვიანებით ფიზიკა ეწოდა. 1878 წელს 18 წლის გილმენი როუდ აილენდის დიზაინის სკოლაში ჩაირიცხა, სადაც მამის მატერიალური ხელშეწყობით სწავლობდა.[12] მალევე იგი სავაჭრო ბარათების დიზაინერი გახდა. მან რეპეტირორობაც დაიწყო და მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედებითი უნარების გაზრდაში ეხმარებოდა.[13] გილმენი ასევე მხატვარიც იყო.

როუდ აილენდის დიზაინის სკოლაში სწავლის პერიოდში, 1879 წელს, გილმენმა მარტა ლუთერი გაიცნო,[14] რომელთანაც მჭირდო მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.[15] მათი ურთიერთობა 1881 წლამდე, ლუთერის დაქორწინებამდე, გაგრძელდა, რამაც აღაშფოთა გილმენი. იგი გმობდა სიყვარულსა და რომანტიკულ ურთიერთობას, სანამ თავისი პირველი მეუღლე არ გაიცნო.[14] ამ ორ ქალს შორის წერილები, რომელთა რიცხვიც 50-ზე მეტია, 1883-1889 წლების პერიოდშია დაწერილი.[16]

ზრდასრულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1884 წელს გილმენი მხატვარ ჩარლზ უოლტერ სტეტსონზე დაქორწინდა. 1885 წელს წყვილს ქალიშვილი, კეტრინ ბიჩერ სტეტსონი, შეეძინა. გილმენი მშობიარობისშემდგომი მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა. იმ პერიოდში ქალებს „ისტერიულ“ და „ნერვიულ“ არსებებად მიიჩნევდნენ, სწორედ ამიტომ, როცა ქალი მშობიარობის შემდეგ მძიმე ავადმყოფობას იჩემებდა, ამას ყურადღებას არ აქცევდნენ.[17]

გილმენი ქალიშვილთან ერთად სამხრეთ კალიფორნიაში გადავიდა, სადაც მეგობართან, გრეის ელერი ჩენინგთან, ერთად ცხოვრობდა. 1888 წელს იგი მეუღლლეს გაეყარა, რაც XIX საუკუნეში დიდი იშვიათობა იყო. გილმენი ოფიციალურად 1984 წელს განქორწინდა, რის შემდეგაც სტეტსონმა ცოლად ჩენინგი შეირთო.[18][19] იმავე წელს გილმენმა ადელაინ კლეპი, მეტსახელად „დელი“, გაიცნო, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა გააბა. სინტია დევისი მათი ურთიერთობის შესახებ წერს: „[გილმენს] სჯეროდა, რომ დელიში მან ცხოვრებისა და სიყვარულის შეთავსების საუკეთესო გზა იპოვა, იგი მიხვდა, რამ ამ კომბინაციის შენარჩუნება ქალ ცხოვრების თანამგზავრთან ერთად ბევრად უფრო მარტივი იყო, ვიდრე ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში.“ გილმენისა და კლეპის ურთიერთობა მალევე დასრულდა.[20][21]

გილმენი 1900 წელს

გილმენი ქალიშვილთან ერთად კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენაში გადავიდა, სადაც სხვადასხვა ფემინისტური და რეფორმისტული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩაერთო. 1894 წელს მან შვილი ყოფილ მეუღლესა და მის მეორე ცოლთან, გრეის ელერი ჩენინგთან, გაგზავნა საცხოვრებლად. გილმებს მამომის უფლების შესახებ პროგრესული იდეები ჰქონდა და თვლიდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს „უფლება ჰქონდა [კეტრინის] საზოგადოების ნაწილი ყოფილიყო“, ისევე, როგორც, კეტრინს „ჰქონდა უფლება, რომ გაეცნო და შეეყვარა თავისი მამა.“[22]

1893 წელს გილმენის დედა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან ბოლო რვა წლის მანძილზე პირველად აღმოსავლეთში დაბრუნება გადაწყვიტა. იგი ბიძაშვილ ჰოუტონ გილმენს შეხვდა, რომელიც უოლ სტრიტზე ადვოკატად მუშაობდა. მათ ერთად დიდი დროის გატარება დაიწყეს და მალევე რომანტიკული ურთიერთობაც გააბეს. როცა შარლოტა ლექციებზე დადიოდა, წყვიული ურთიერთობას მიმოწერის საშუალებით ინარჩუნებდა. ისინი 1900 წელს დაქორწინდნენ და 1922 წლამდე ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, რის შემდეგაც ქალაქ ნორვიჩში ჰოუტონის მშობლიურ სახლში გადავიდნენ. 1934 წელს ჰიუტონო ცერებრალური სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც გილმენი პასადენაში თავის ქალიშვილთან დაბრუნდა.[23]

1932 წლის იანვარში გილმენს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.[24] მან 1935 წლის 17 აგვისტოს თავი ქლოროფორმის ზედოზირებით მოიკლა. როგორც ავტობიოგრაფიაში, ისე თვითმკვლელობისწინა წერილში, მან დაწერა, რომ „კიბოს ქლოროფორმი არჩია“ და მშვიდად და სწრაფად მოკვდა.[23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. https://openlibrary.org/works/OL2771989W/Herland
  3. https://openlibrary.org/works/OL2772026W/Women_and_economics
  4. https://www.womenofthehall.org/inductee/charlotte-perkins-gilman/
  5. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 427.
  6. Charlotte Perkins Gilman.
  7. Gilman, Living, 10.
  8. Denise D. Knight, The Diaries of Charlotte Perkins Gilman, (Charlottesville, VA: University Press of Virginia: 1994) xiv.
  9. Polly Wynn Allen, Building Domestic Liberty, (1988) 30.
  10. Gilman, Autobiography., 26.
  11. Gilman, "Autobiography", Chapter 5
  12. Gilman, Autobiography, 29.
  13. 14.0 14.1 Kate Bolick, "The Equivocal Legacy of Charlotte Perkins Gilman", (2019).
  14. Charlotte Perkins Gilman: Letters to Martha.
  15. Charlotte Perkins Gilman: The Lost Letters to Martha Luther Lane. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-14. ციტირების თარიღი: 2021-03-06.
  16. Gilman, Autobiography, 90.
  17. Channing, Grace Ellery, 1862-1937. Papers of Grace Ellery Channing, 1806-1973: A Finding Aid.
  18. Knight, Diaries, 408.
  19. Davis, Cynthia (December 2005). „Love and Economics: Charlotte Perkins Gilman on "The Woman Question" (PDF). ATQ (The American Transcendental Quarterly). 19 (4): 242–248.
  20. Harrison, Pat. The Evolution of Charlotte Perkins Gilman. Harvard University (2013-07-03).
  21. Knight, Diaries.
  22. 23.0 23.1 Knight, Diaries, p. 813.
  23. Polly Wynn Allen, Building Domestic Liberty, 54.