შარლოტა მეუ
შარლოტა მეუ | |
---|---|
![]() შარლოტა მეუ 1900 წელს | |
დაბადების თარიღი | 15 ნოემბერი, 1869 |
დაბადების ადგილი | ბლუმსბერი, ლონდონი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი | 24 მარტი, 1928 (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | უესტმინისტერი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
Magnum opus | The Farmer's Bride და Passed |
შარლოტა მერი მეუ (დ. 15 ნოემბერი, 1869 — გ. 24 მარტი, 1928) — ინგლისელი პოეტი, მოღვაწეობდა გვიანდელ ვიქტორიანულ ხანასა და ადრინდელ მოდერნისტულ ეპოქაში.
ბავშვობა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეუ ბლუმსბერიში, ლონდონში, არქიტექტორ ფრედერიკ მეუს (1833—1898), ჰამპსტედ თაუნ-ჰალის დამპროექტებლისა და ანა მარია მარდენის (1837—1923), არქიტექტორ ჰ.ე. კენდალის ქალიშვილის ოჯახში დაიბადა. ფრედერიკი კუნძულ უაიტზე მდგარი სასტუმროს მეპატრონის ვაჟი იყო იყო.[1][2][3] წყვილს შვიდი შვილი შეეძინა. შარლოტა, რომელსაც ოჯახმა მეტსახელად ლოტი დაარქვა, გოუერ-სტრიტის სკოლაში სწავლობდა (სადაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა სკოლის დირექტორმა, ლუსი ჰარისონმა),[4] და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ლექციებს ესწრებოდა.[5] 1888 წელს ოჯახი გორდონის ქუჩის 9 ნომერში გადავიდა, სადაც ის „ნაზ სიღარიბეში“ ცხოვრობდა.[1] მამამისი 1898 წელს გარდაიცვალა, ოჯახისთვის კი თავის სარჩენი სახსრები არ დაუტოვებია. მისი და-ძმებიდან ორი ფსიქიკური აშლილობით დაავადდა, და სხვადასხვა დაწესებულებებს მიაბარეს.[4] სამი სხვა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, და საბოლოოდ, ოჯახში შარლოტა, მისი და ანა და დედამისი დარჩნენ.
შარლოტა და ანა შეთანხმდნენ, რომ იმისათვის, რომ შვილებისათვის ფსიქიკური დაავადებები მემკვიდრეობით არ გადაეცათ, არასდროს დაქორწინდებოდნენ. მეუ სავარაუდოდ ლესბოსელი უნდა ყოფილიყო. პენელოპა ფიცჯერალდის ოქსფორდის ეროვნული ბიოგრაფიების ლექსიკონში ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მეუს პირველი მოთხრობა „ყვითელი წიგნის“ ჟურნალში გამოქვეყნდა, „მან გაიცნო და ღრმად მოიხიბლა რედაქციის თვალისმომჭრელი ასისტენტი რედაქტორი ელა დ'არსით. 1902 წელს ის პარიზში, ელასთან შესახვედრად გაემგზავრა, მაგრამ მწარედ იმედგაცრუებული დარჩა. ათი წლის შემდეგ, მას რომანისტი მეი სინკლერი შეუყვარდა, და საძინებლამდე სდია, სადაც ის დამამცირებლად უარყვეს. მისი ორად გახლეჩილი ბუნება ამ ემოციურ გამოხტომებს მეტად მტკივნეულს ხდიდა, რადგან მისი ქალური მხარე... სრულად უარყოფდა ამ გრძნობებს.“[1] ერთი მეცნიერი თვლის, რომ შარლოტა თითქმის უდაოდ „ლესბოსელი უნდა ყოფილიყო“.[6] მიუხედავად ამისა, პოეტი ჯულია კოპუსის მიერ შედგენილი ბიოგრაფია ამ ვარაუდებს ეჭვქვეშ აყენებს. კოპუსი ახსენებს, რომ მეუ „ხშირად ითვლებოდა ლესბოსელად“, მაგრამ ასევე არსებობს ჭორი, რომ ის „თომას ჰარდისთან უკანონო ურთიერთობას ეწეოდა.“ კოპუსი ამტკიცებს, რომ „ასეთი ჰიპოთეზები ჩნდება მაშინ, როდესაც მწერლის პირად ცხოვრებას ირგვლივ ვაკუუმი აქვს შემორტყმული; ჩვენ არ გვსურს იმის დაშვება, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება – ან მართლაც რომ შესაძლოა საერთოდ არ ჰქონოდა აქტიური სასიყვარულო ცხოვრება“. კოპუსი განაგრძობს, რომ ამ საკითხს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მეუ განსაკუთრებულად კარჩაკეტილი პიროვნება იყო და საკუთარ ბიოგრაფიულ ჩანაწერებს ანთოლოგიებისათვისაც კი არ იმეტებდა.[7]
პოეტს სტილის მეტად ძლიერი შეგრძნება ჰქონდა: მისი მეგობარი და რედაქტორი, ალიდა მონრო, იხსენებს, რომ მწერალს ზამთრის თვეებში წითელი კოლჰოტი ეცვა, და შავ, ღილებით შესაკრავ ჩექმებს პინეტის მეჩექმეებისაგან, მეიფერში ყიდულობდა. მეუს ანდერძში, მეგობრებისათვის გადანაწილებული ნივთები ასევე მოდისადმი დიდ ინტერესზე მეტყველებს.[8] შემდგომ წლებში ის ხშირად იცვამდა მამაკაცის სამოსს და დენდის მიბაძვას ცდილობდა.[9] ჯულია კოუპსი შალოტას ცხოვრების ამ ასპექტსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან ის ამბობს, რომ მწერლის ჩაცმულობა არსად იყო ხაზგასმით „მამაკაცური“, როგორც ამას წარსულში ამბობდნენ.[10]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1894 წელს მეუმ „ყვითელი წიგნის“ ჟურნალში[11] მოთხრობის, სახელად „გადასული“, გამოქვეყნება მოახერხა. ამას ხუთი წლის კარიერული პაუზა მოჰყვა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისისთვის მწერალმა მხატვრული ლიტერატურის გარკვეული სისტემატიურობით გამოქვეყნება დაიწყო.[12] როგორც ჩანს, 1910-იან წლებამდე ძალიან ცოტა პოეზიას წერდა. მისი პირველი კრებული, „ფერმერის პატარძალი“, 1916 წელს წიგნის ფორმატში, პოეზიის მაღაზიამ გამოსცა; აშშ-ში ამ კრებულს „შაბათის ბაზარი“ ეწოდა და 1921 წელს, მაკმილანის მიერ გამოქვეყნდა. ამ ლექსებმა სიდნი კოკერელის აღფრთოვანება დაიმსახურა და სარა ტისდეილისა და ეზრა პაუნდის ყურადღება მიიპყრო.[13]
მეუმ მოიპოვა რამდენიმე ლიტერატურული მოღვაწის მფარველობა, განსაკუთრებით თომას ჰარდის, რომელმაც მას თავისი დროის საუკეთესო პოეტი ქალი უწოდა; ასევე ვირჯინია ვულფის, რომელმაც თქვა, რომ ის იყო „ძალიან კარგი, საინტერესო და სრულიად განსხვავებული სხვებისგან";[14]
1927 წელს დის გარდაცვალების შემდეგ, მეუმ ფიცროის მოედანზე, შარლოტის ქუჩა 64-ში განაგრძო ცხოვრება. ის ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ბომონტის ქუჩის მოხუცთა სახლში, მერილბონში, გადაიყვანეს, სადაც ლიზოლის, სადეზინფექციო საშუალების დალევით, თავი მოიკლა.[15]
მეუ დაკრძალულია ლონდონის ჰემპსტედის სასაფლაოს ჩრდილოეთ ნაწილში.[16]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- This Rare Spirit: A Life of Charlotte Mew, Julia Copus, Faber, 2021.
- Charlotte Mew: Selected Poetry and Prose, edited with an introduction and notes by Julia Copus, Faber, 2019
- Charlotte Mew and Her Friends, Penelope Fitzgerald, Collins, 1984.
- Dictionary of Literary Biography, Vol. 19: British Poets, 1880–1914. London, 1983
- Charlotte Mew: Collected Poems and Prose, edited with an introduction by Val Warner. London, 1981
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შარლოტა მეუ — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- შარლოტა მეუ — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Fitzgerald, Penelope. Mew, Charlotte Mary (1869–1928), poet (2004).
- ↑ Hampstead: Local Government | British History Online.
- ↑ Mew, Charlotte Mary (2003). Collected poems and selected prose. Routledge, გვ. ix. ISBN 0-415-96757-0. OCLC 53478292.
- ↑ 4.0 4.1 Copus, Julia (2021). This rare spirit : a life of Charlotte Mew, გვ. 46–49. ISBN 978-0-571-31353-2. OCLC 1079410083.
- ↑ Spender, Dale; Todd, Janet (1989) British women writers : an anthology from the fourteenth century to the present. P. Bedrick Books, გვ. 695. ISBN 0-87226-216-2. OCLC 19516336.
- ↑ Rice, Nelljean McConeghey (2003). A New Matrix for Modernism: A Study of the Lives and Poetry of Charlotte Mew and Anna Wickham. Routledge, გვ. 35. ISBN 0-415-94140-7.
- ↑ Copus, This Rare Spirit
- ↑ Copus, Julia (2021). This rare spirit : a life of Charlotte Mew, გვ. 110. ISBN 978-0-571-31353-2. OCLC 1079410083.
- ↑ Rice, Nelljean McConeghey (2003). A New Matrix for Modernism: A Study of the Lives and Poetry of Charlotte Mew and Anna Wickham. Routledge, გვ. 6. ISBN 0-415-94140-7.
- ↑ Copus, This Rare Spirit
- ↑ Mew, Charlotte M. (1894). Passed, The Yellow Book. London: Elkin Mathews & John Lane, გვ. 121–41.
- ↑ Fitzgerald, Charlotte Mew and Her Friends (New York, 1988), p. 66.
- ↑ Fitzgerald, Charlotte Mew and Her Friends (New York, 1988), p. 102.
- ↑ Fitzgerald, Charlotte Mew and Her Friends (New York, 1988), p. 180.
- ↑ Motion, Andrew. (16 April 2021) Dreams that take my breath en-US. ციტირების თარიღი: 4 April 2023
- ↑ Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3rd edn: 2 (Kindle Location 32265). McFarland & Company, Inc., Publishers. Kindle Edition