შარლოტა მერჩისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტა მერჩისონი
მშობლიური სახელი ინგლ. Charlotte Murchison
დაბადების სახელი ინგლ. Charlotte Hugonin
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1788
ჰემფშირი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 9 თებერვალი, 1869 (80 წლის)
ბელგრავია, დიდი ბრიტანეთი
დაკრძალულია ბრომპტონის სასაფლაო, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
პროფესია გეოლოგია
მეუღლე(ები) სერ როდერიკ მერჩისონი

შარლოტა მერჩისონი (ინგლ. Charlotte Murchison; ასევე Murchison, დ. 18 აპრილი, 1788, ჰემფშირი   — გ. 9 თებერვალი, 1869, ბელგრავია) —  ბრიტანელი ნატურალისტი, პალეონტოლოგი და მოყვარული გეოლოგი .გეოლოგ როდერიკ მერჩისონის მეუღლე. წყვილმა არაერთხელ იმოგზაურა კონტინენტურ ევროპაში, ეწვია საფრანგეთსა და იტალიას. ინგლისში მრავალწლიანი მოგზაურობის დროს (1826 წ.  იორკშირის სანაპიროს ჩათვლით)  შარლოტამ შექმნა გეოლოგიური ობიექტების — ქანების, ნამარხების ესკიზები.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტა მერჩისონი დაიბადა 1788 წლის 18 აპრილს ჰემფშირში გენერალ ფრენსის ჰიუგონენისა (დ. 1836) და შარლოტა ჰიუგონენის(დაბ. გვარი  ედგარი) (დ. 1838) ოჯახში.

27 წლის ასაკში მან გაიცნო როდერიკ იმპი მერჩისონი, სამხედრო პირი, ისინი დაქორწინდნენ 1815 წლის 29 აგვისტოს.[2]

პუბლიკაცია შარლოტა მერჩისონის ნახატის მიხედვით

1816 წელს ახალგაზრდა წყვილი გაემგზავრა საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც შარლოტა ყურადღებით აკვირდებოდა კლდოვან წარმონაქმნებზე აღმოჩენილ მცენარეებს.  გენუაში გამოზამთრების შემდეგ რომში წავიდნენ და ზაფხული იქ გაატარეს; რომში შარლოტა ავად გახდა და კინაღამ გარდაიცვალა მალარიის ცხელებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოჯანმრთელდა, მისი ავადმყოფობის შედეგები მას სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა

რომში ყოფნისას წყვილი მერი სომერვილს  (17801872) დაუმეგობრდა, რომელმაც მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში შარლოტა აღწერა, როგორც "კეთილგანწყობილი,  გამოცდილი ქალი, რომელიც ლამაზად ხატავდა და —  რაც იმ დროისთვის იშვიათობას წარმოადგენდა — დაკავებული მეცნიერების, განსაკუთრებით გეოლოგიის შესწავლით იყო დაკავებული. შარლოტას  მაგალითით მისმა მეუღლემ ყურადღება გადაიტანა ისეთი საკითხების შესწავლაზე, რითაც მან მოგვიანებით გაითქვა სახელი."

ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, მერჩისონები გადავიდნენ ბარნარდის ციხესიმაგრეში, დურჰემის საგრაფოში. აქ ყოფნის დროს შარლოტამ განაგრძო მინერალების შეგროვება და შესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე გეოლოგიისგან შორს იყო. მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, შარლოტამ, სერ ჰემფრი დევისთან ერთად, დაარწმუნა როდერიკი, გეოლოგია შეესწავლა. 1824 წელს წყვილი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, რათა როდერიკს შესძლებოდა გეოლოგიის ლექციებზე დასწრება.[3]

როდესაც მეუღლე სერიოზულად დაკავდა გეოლოგიით, შარლოტა  გახდა როდერიკის მუდმივი თანამგზავრი მოგზაურობის, სწავლისა და საველე სამუშაოების დროს. ერთ-ერთ ასეთ მოგზაურობაში, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, შარლოტა  მერი ენინგთან  (17991847) ერთად წავიდა ნამარხი ნაშთების მოსაძებნად. მას შემდეგ ისინი ახლო მეგობრები გახდნენ.

მეუღლესთან ერთად მოგზაურობისას შარლოტა ნამარხ ნაშთებს ეძებდა, ყიდულობდა და მათი შესწავლით იყო დაკავებული. მისი კოლექცია  საკმაოდ ინფორმატიული იყო და კარგადაც იყო მოვლილი.  კოლექციის ნიმუშები თავიანთ ნაშრომებში აღწერეს და გამოაქვეყნეს  ჯეიმზ დე კარლ სოვერბიმ (178)-1871) და უილიამ ბაკლენდმა (1784-1856) . შარლოტა სოვერბის წვლილის აღსანიშნავად,   იორკშირში მოგზაურობისას აღმოჩენილ ამონიტის ნამარხს  Ammonites Murchisonae მისი სახელი უწოდეს.

მოგზაურობის პერიოდში შარლოტამ შეაგროვა ნამარხი ნაშთების მნიშვნელოვანი კოლექცია. მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავებული იყო მათი შესწავლი, ხატავდა, აკეთებდა ესკიზებს. ხატვა მხატვარ პოლ სენდბისთან შეისწავლა. შექმნა მნიშვნელოვანი გეოლოგიური ობიექტების ესკიზები, სადა ხშირად  დეტალურად არ აღწერდა გეოლოგიურ მახასიათებლებს, არამედ ქმნიდა ლანდშაფტის ემოციურ ილუსტრაციებს.

მართალია, შარლოტა თვითნასწავლი იყო და დიდ დროს ატარებდა საველე სამუშაოებზე, მაგრამ უმაღლესი განათლების მიღების დიდი სურვილი ჰქონდა. მერჩისონების მეგობარი ჩარლზ ლაიელი (17971875), რომელთანაც წყვილი ხშირად მოგზაურობდა, ლონდონის სამეფო კოლეჯში გეოლოგიის ლექციებს ატარებდა. მის ლექციებზე ქალებს დასწრების უფლება არ ჰქონდათ. თუმცა შარლოტამ 1831 წლისთვის მაინც მოახერხა ლექციებზე მოხვედრა, მალე ლაიელმა ლექციებზე მამაკაცებთნ ერთად ქალებსაც მისცა დასწრების უფლება. მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, შარლოტა ესწრებოდა ბრიტანეთის სამეცნიერო ასოციაციის შეხვედრებს.

1838 წელს, როდესაც დედა გარდაიცვალა, შარლოტამ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დარჩა და წყვილმა შეძლო ბელგრავიის პრესტიჟულ სახლში გადასვლა. მათი სახლი მრავალი მეცნიერისა და პოლიტიკოსის შეხვედრის პოპულარული ადგილი გახდა და როფგორც აღნიშნავდნენ,ამ წვეულებების წარმატება დიდწილად შარლოტას დამსახურება იყო.

თავისი საქმიანობით შარლოტა მეუღლეს ეხმარებოდა პუბლიკაციების მომზადებაში და გამოქვეყნებაში.  მისი ზოგიერთი ილუსტრაცია, როგორიცაა "გოსაუს ველი", შეიტანეს მისი მეუღლის მიერ გამოცემულ ნაწარმოებებში.[4] შარლოტამ დიდი გავლენა მოახდინა მეუღლის კარიერაზე.ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მას მალარია შეხვდა და მთელი სიცოცხლის მანძილზე მისგან გამოწვეული გართულებებით იტანჯებოდა, მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას, ბოლოს ძალიან დასუსტდა, აღარ შეეძლო მეუღლესთან ერთად მოგზაურობა.[5]

შარლოტა გარდაიცვალა 1869 წლის 9 თებერვალს ლონდონში, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია ლონდონის ბრომპტონის სასაფლაოზე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინემატოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა ფრენსის ლიმ გადაიღო ფილმი „ამონიტი“, რომელშიც შარლოტა მერჩისონის როლი სირშა რონანმა შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Charlotte (Hugonin) Murchison დაარქივებულია 28 ივნისი 2021 Wayback Machine — WikiTree.
  2. MURCHISON Dame Charlotte. England & Wales, National Probate Calendar (Index of Wills and Administrations), 1858–1966. Ancestry.co.uk. ციტირების თარიღი 30 ოქტომბერი 2013. დაარქივებულია 10 აგვისტო 2016 .
  3. Kölbl-Ebert, Martina (2002). “British Geology in the Early Nineteenth Century: A Conglomerate with a Female Matrix”. Earth Sciences History. 21: 3—25. DOI:10.17704/eshi.21.1.b612040xg7316614.
  4. Adams, Maeve (2017). "Geological Illustration and the Geo-Humane Science, 1811–1840". Nineteenth-Century Contexts. 39 (3): 145–165. doi:10.1080/08905495.2017.1311654. ISSN 0890-5495. S2CID 151595882.[მკვდარი ბმული]
  5. Dean, Dennis (1999). "Lyell and Murchison in France". Modern Geology. 21: 313–334.