შინაარსზე გადასვლა

შარლოტა დე ვალუა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტა

შარლოტა 1524 წელს. ჟან კლუეს შესრულებული პორტრეტი.
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 ოქტომბერი, 1516
დაბ. ადგილი: შატო დ’ამბუაზი
გარდ. თარიღი: 18 სექტემბერი, 1524 (7 წლის)
გარდ. ადგილი: შატო დე სენ-ჟერმენ-ენ-ლე
დაკრძ. ადგილი: სენ-დენის ბაზილიკა
დინასტია: ვალუა-ანგულემის დინასტია
მამა: ფრანსუა I
დედა: კლაუდია დე ვალუა

შარლოტა ფრანგი (დ. 23 ოქტომბერი, 1516 — გ. 18 სექტემბერი, 1524) — საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას მეორე შვილი.

პრინცესა შარლოტა დაიბადა 1516 წლის 23 ოქტომბერს, შატო დ’ამბუაზში, ლუარის ხეობაში, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას ოჯახში. მას ფირუზისფერი თვალები და, მეფე-დედოფლის ხუთი სხვა შვილის მსგავსად, წითური თმა ჰქონდა. ეს გენი ოჯახში შემოვიდა ანა ბრეტონელის, კლაუდიას დედის მეშვეობით.

ლუიზა დე ვალუას, შარლოტას უფროსი დის, 1518 წელს გარდაცვალების შემდეგ, 2 წლის შარლოტა, ნოიონის ხელშეკრულების თანახმად, გარდაცვლილი ლუიზას ნაცვლად დანიშნეს კარლ I ესპანელზე (მოგვიანებით საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ზე). შარლოტას ნაადრევი სიკვდილის გამო ქორწინება არ შემდგარა.[1]

პრინცესა ბედნიერად ცხოვრობდა. 1519 წლის მარტამდე ის შატო დე სენ-ჟერმენ-ენ-ლეში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სიცოცხლეში ძალიან ნაზ, სუსტი ჯანმრთელობის გოგონად მიიჩნეოდა. შვიდი წლის ასაკში დაემართა წითელა, დაავადება, რომელსაც, 30 წლით ადრე, ბიძამისი მოეკლა. გოგონას მამიდამისი, მარგარიტა ანჟულიმელი, უვლიდა, რადგან კლაუდია, შარლოტას დედა, ორი თვით ადრე გარდაცვლილიყო, მამა ომში იყო ჩაბმული, ხოლო ბებია, ლუიზა სავოიელი, მძიმედ ავადმყოფობდა. 1524 წლის 18 სექტემბერს შარლოტა გარდაიცვალა. ფრანსუამ ვერ შეძლო შვილთან დაბრუნება, რადგან ამ პერიოდში ის დატუსაღებული ჰყავდათ. მარგარეტმა, რომელთანაც ბავშვი ახლოს უნდა ყოფილიყო, ძლიერ განიცადა „თავისი პატარას“ დაკარგვა.

  1. Pardoe, Julia (1849) The Court and Reign of Francis the First, King of France. Lea and Blanchard, გვ. 217. ISBN 1143156226.