შარიტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლინიკა „შარიტეს“ სათაო კამპუსი მიტეს რაიონში, ბერლინი (Campus Charité Mitte)

შარიტე – ბერლინის საუნივერსიტეტო მედიცინის კლინიკა (გერმ. Charité – Universitätsmedizin Berlin) — ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საუნივერსიტეტო კლინიკა, არის ჰუმბოლდტის და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტების შვილობილი.[1] 1710 წელს დაარსებული და ამჟამად გერმანიის კვლევითი ფონდის მრავალი გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მფლობელი კლინიკა „შარიტე“ — გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე კვლევატევადი სამედიცინო დაწესებულებაა. შარიტეს კლინიკა 2012-2020 წლებში Focus-ის რეიტინგში გერმანიის 1000 საუკეთესო საავადმყოფოს შორის საუკეთესოს სტატუსის მფლობელი იყო.[2][3] 2019 და 2020 წლებში Newsweek-მა „შარიტე“ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო საავადმყოფოს შორის და ევროპის საუკეთესო კლინიკად დაასახელა.[4] 2019 წლიდან არის ბერლინის საუნივერსიტეტო ალიანსის ინსტიტუტი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ბერლინის ტექნიკური, თავისუფალი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტები და მასში 2019 წლის მდგომარეობით მოღვაწეობდა 290-ზე მეტი პროფესორი და 8077-ზე მეტი სტუდენტი. შარიტეს კლინიკაში მოღვაწეობდა მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გერმანელი მეცნიერების ნახევარზე მეტი, მათ შორის რობერტ კოხი, ემილ ფონ ბერინგი და პაულ ერლიხი.[5]

სათაურის ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Charité – Universitätsmedizin Berlin Geschichte. ციტირების თარიღი: 2008-06-08
  2. Berlin, Charité-Universitätsmedizin. Pressemitteilung.
  3. Mayer, Kurt-Martin. “Die FOCUS-Klinikliste: Die Charité ist Deutschlands bestes Krankenhaus – Gesundheits-News – FOCUS Online – Nachrichten“, Focus, 21 September 2014. (de) 
  4. The Best Hospitals in the World en (2019-03-29). ციტირების თარიღი: 2019-04-01
  5. 2011, Charité – Universitätsmedizin Berlin. “Home“, Charité – Universitätsmedizin Berlin. (en)