შარივცეკის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარივცეკის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°54′38″ ჩ. გ. 43°18′23″ ა. გ. / 42.91056° ჩ. გ. 43.30639° ა. გ. / 42.91056; 43.30639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 3434 
ქედი სვანეთის კავკასიონი
შარივცეკის უღელტეხილი — საქართველო
შარივცეკის უღელტეხილი
შარივცეკის უღელტეხილი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
შარივცეკის უღელტეხილი

შარივცეკის უღელტეხილი, მაჩხაფარის უღელტეხილი — ყინულოვანი უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის — ზესხოს სათავეში. სიმაღლე 3434 მ. შარივცეკის უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. აკავშირებს მდინარეების ყარასუსა (ჩერეკის მდგენელი) და ცხენისწყლის ხეობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]