ყვაპუ შარვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შარვაშიძე, ყვაპუ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

ყვაპუ შარვაშიძეაფხაზეთის მთავრის ზეგნაყ შარვაშიძის უმცროსი შვილი. საუფლისწულოდ მიიღო მდინარეების ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორია. მის დროს ეს მხარე აფხაზებით დასახლდა. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ის გლეხებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ეკუთვნოდა, ყვაპუ შარვაშიძემ ტყვეებად გაყიდა. კათალიკოსი დავითი (ნემსაძე) მოითხოვდა, რომ მას შეეწყვიტა ეს საქმიანობა. შარვაშიძე ცდილობდა დაუფლებოდა მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს. მხოლოდ XVIII საუკუნის დასაწყისში შესძლო სამეგრელოს მთავარმა გიორგი ლიპარტელიანმა იმერეთის მეფე გიორგი აბაშიძის დახმარებით აფხაზ ფეოდალთა შეტევის შეჩერება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ტიტული დაარსდა
   სამურზაყანოს მფლობელი    
?–1705
შემდეგი:
მურზაყან შარვაშიძე