ასლანბეი შარვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შარვაშიძე, ასლანბეი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

ასლანბეი შარვაშიძეაფხაზეთის მთავარი 1808-1810 წლებში, ქეილაშ აჰმედ-ბეგის უფროსი შვილი.

დაუკავშირდა პროთურქულ ელემენტებს, აუჯანყდა მამას, მოკლა და ტახტს დაეუფლა. რეზიდენციად გაიხადა სოხუმი, რომელსაც თურქთა გარნიზონი იცავდა. აქტიურად იბრძოდა იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მხარეზე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. 1810 წლის ივნისში რუსეთის ჯარებმა შარვაშიძე ოსმალებთან ერთად სოხუმიდან გააძევეს და მთავრად მისი ძმა გიორგი შერვაშიძე (საფარბეი) დაამტკიცეს. ასლანბეი შარვაშიძე ოსმალეთში გაიქცა. შემდეგში დაბრუნდა აფხაზეთში და საფარბეისა და რუსეთს კვლავ შეებრძოლა. საბოლოო დამარცხების შემდეგ ოსმალეთს შეაფარა თავი, სადაც გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Антелаева И. Г. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII вв. Сух. 1949
  • Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, Сух., 1960