შარდ-სასქესო სისტემა
იერსახე
შარდ-სასქესო სისტემა — ადამიანისა და ცხოველთა ანატომიურად და ფუნქციურად ერთმანეთთან დაკავშირებული — გამომყოფი და სასქესო ორგანოების ერთობლიობა. ზოგი უხერხემლოს (მაგ. თავეკლიანები) გამომყოფი ორგანოები — პროტონეფრიდიები — იხსნებიან სასქესო ჯირკვლების სადინარებში. მრავალჯაგრიანი ჭიების უმეტესობის გამომყოფი ორგანოები — მეტანეფრიდიები — სასქესო პროდუქტების გამოტანის ფუნქციას ასრულებენ. ხერხემლიანების ორგანიზმიდან სასქესო პროდუქტების გამოტანა ხდება გამომყოფი ორგანოების სადინრებით. მრავალი თევზისა და ყველა ამფიბიის მამლების სასქესო პროდუქტები გამოდის ვოლფის არხით, რომელიც შარდსაწვეთსაც წარმოადგენს. ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების მამლების პირველადი თირკმელი გარდაიქმნება სათესლის დანამატად და თესლის გამოტანას ემსახურება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ. პაპიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 688.