შარახევის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შარახევის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შარახევის განაპირას ჩრდილო - აღმოსავლეთით, განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზული. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. ორივე კარი შიგნით თაღოვანია, გარედან - არქიტრავული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]