შაპელი (ცარსკოე-სელო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაპელი
Шапель

პავილიონი 2018 წელს. რესტავრაციის შემდეგ
კოორდინატები 59°42′55″N 30°22′48″E / 59.715308° ჩ. გ. 30.379936° ა. გ. / 59.715308; 30.379936
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ადამ მენელასი
სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება 1825-1828
მდგომარეობა მიმდინარეობს რესტავრაცია
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810445045

შაპელი (რუს. Шапель) — პავილიონი ალექსანდრეს პარკში, ქალაქ პუშკინში, აგებულია 1825-1828 წლებში, არქიტექტორ ადამ მენელასის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავილიონი შაპელი მდებარეობს ალექსანდრეს პარკის განაპირა ტერიტორიაზე. იგი ააგეს 1825-1828 წლებში მასში იესო ქრისტეს მცირე ქანდაკების დასადგმელად, რომელიც დაამზადა ცნობილმა გერმანელმა მოქანდაკემ, შტუტგარტელმა პროფესორმა იოჰან-ჰენრიხ ფონ დანეკერმა. დედოფალმა მარია თეოდორეს ასულმა ქანდაკება იყიდა 100 000 რუბლად და სურდა დაემონტაჟებინა მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში, მაგრამ გადაიფიქრა და საჩუქრად გადასცა იმპერატორ ალექსანდრე I-ს.

პავილიონის შიგნით განთავსებულია ანგელოზების ფიგურები, რომელიც შესრულებულია მოქანდაკე ვ. ი. დემუტ-მალინოვსკის მიერ. აქვე იყო განთავსებული ქრისტეს ქანდაკება, რომელიც დამზადებულია თეთრი მარმარილოსაგან და ამჟამად ინახება ერმტაჟში.

მეორე მსოფლიო ომის წლებში შენობა ძალიან დაზიანდა და 2018 წლამდე პრაქტიკულად ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი. 2009 წელს მოხდა პავილიონის კონსერვაცია და გარშემო შემოავლეს ღობე. 2011-2018 წლებში მიმდინარეობდა მოსამზადებელი და სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. 2018 წლის 14 სექტემბერს გამოაცხადეს რესტავრაციის დასრულების შესახებ. 15 სექტემბერს კი პავილიონი შაპელი გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არსებობს თქმულება, რომ პავილიონ შაპელში იკრიბებოდნენ ნეორელიგიური და ტერორისტული ორგანიზაცია აუმ-სინრიკეს სექტის წევრები, რომლებიც კედლებზე ხატავდნენ საიდუმლო ნიშნებს და ნიღბებს.
  • არსებობს ნიშნები, რომ 1921 წელს კოშკის ორი შესასვლელი ამოქოლილი იყო, რადგან მასში იმალებოდნენ მძარცველები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.
  • Голлербах Э. Ф. Спутник по Петрограду и его окрестностям. — СПб.: Жизнь искусства, 1924. — 311 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]