შაორის ჰიდროელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შაორჰესი)
Jump to navigation Jump to search

შაორის ჰიდროელექტროსადგური — წლიური მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე. შაორ-ტყიბულის ჰესების კასკადის პირველი საფეხური.[1] სადგურზე გამოიყენება მდინარე შაორის წყალი. წყალსაცავს ქმნის შაორის ტაფობში, სოფელ ხორგას მიდამოებში აგებული კაშხალი. ძალური კვანძი განთავსებულია ქალაქ ტყიბულში. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1955 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 39.2 მგვტ, ხოლო საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 139 გიგავატი.[2] დერივაციული ტიპის მაღალდაწნევიანი ჰესი, რომელიც რეგულირდება წყალსაცავის მეშვეობით. 2007 წლიდან ეკუთვნის ჩეხურ კომპანია — Energo-Pro-ს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]