შაორის წმინდა გიორგის ეკლესია (აფშო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაორის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ აფშოდან დასავლეთით, 3 კილომეტრზე, მთის წვერზე. თარიღდება განვითარების შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმიც. ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილია 1,3-1,6 მეტრი სიმაღლის კედლები. სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენები მთლიანად დანგრეულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარს წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია. შემორჩენილია შირიმის თაროსებრი ლავგარდნის რამდენიმე ქვა. ეკლესიიდან აღმოსავლეთით, 50 მეტრზე, სამაროვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]