შაორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შაორი.
ჯავახეთის ნამოსახლარები
შაორი
Shaoris simagre.jpg
შაორის სიმაგრის გეგმა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

შაორი ნამოსახლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარვანასთან.

შაორი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის შედგენის დროს უკვე გაუკაცრიელებული სოფელი ყოფილა. სერგი ჯიქია დავთარში აღნიშნავდა, რომ იგი არც მის თანამედროვე რუკებზე (რუსულ სპეცრუკებზე) იყო აღნიშნული. სამაგიეროდ ასეთი პუნქტი — შაორი (Chaori) აღნიშნული ყოფილა ვახუშტი ბატონიშვილის ატლასსა (#12) და აღწერისადმი დართულ რუკაზე ფარავნის ტბის ჩრდილოეთის მიმართულებითა და რამდენიმე დაშორებით. არც 1923 წელს გამოსულ „საქართველოს ისტორიულ რუკაზე“ ყოფილა სოფელი შაორი აღნუსხული, მაგრამ ამ ზონაში იქ აღნიშნული იყო (ამ სოფლის კიდევ ჩრდილოეთით) მთა შაორი.

შაორის სახელით ცნობილი სოფლის გარდა ცნობილი ყოფილა აგრეთვე შაორის ციხე და შაორისწყალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შაორი&oldid=3020105“-დან