შანხაის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შანხაის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა ჩინეთი
ქალაქი შანხაი
გახსნის თარიღი 1993
ხაზის სიგრძე 439კმ
სადგურთა რაოდენობა 289
ხაზთა რაოდენობა 12
მგზავრები დღეში 6,7 მილიონი
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა
შანხაის მეტროს სქემა

შანხაის მეტროპოლიტენი (ჩინ 上海地铁) — ქალაქ შანხაის მეტროსისტემა; ჩინეთი. მეტროპოლიტენს დღიურად 3 მლნ ადამიანი გადაჰყავს. ახალი სადგურების გახსნის შემდეგ მგზავრთა ნაკადის საგრძნობ მატებას ელიან. შანხაი მესამე ქალაქია ჩინეთში პეკინისა და ტიანძინის შემდეგ, სადაც მეტროს მშენებლობა იქნა დაწყებული. 2006 წლის მდგომარეობით კი, ყველაზე გრძელი სალიანდაგო მონაკვეთი სწორედ შანხაიშია. დღესდღეობით ხსენებული მეტროპოლიტენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, სწრაფმზარდი და სწრაფგანვითარებადი მეტროა მოქმედი 8 ხაზით, მშენებარე ახალი 5 ხაზით და უკვე არსებული ხაზების დასაგრძელებლად მშენებარე უბნებით. წინასწარი გეგმების მიხედვით, 2025 წლისთვის შანხაიში მეტროს 11 ხაზი და 10 მსუბუქი მეტროს ხაზი იქნება. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი ხაზი უკვე 2010 წელს, გამოფენისთვის უნდა გაიხსნას "ექსპო 2010"-ის ფარგლებში.

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგნიტოპლანი Transrapid სადგურ "ლუნიან ლუსთან", რომელიც საერთაშორისო აეროპორტ პუდუნთან მიდის

შანხაის მეტრო თანამედროვე, იაფი და სწრაფი ტრანსპორტია. სადგურებზე სისუფთავეა. პლაზმური პანელები მომავალი ორი მატარებლის მოსვლის დროს ასახავენ. მიწისქვეშა ხაზებზე მოძრავი მატარებლების ვაგონებში განთავსებულ თხევადკრისტალურ მონიტორებზე მომდევნო სადგურის რეკლამა და დასახელებაა ნაჩვენები. მიწისზედა სადგურებზე კი შუქდიოდურ ტაბლოებზე ჩანს მომდევნო სადგურის შესახებ ინფორმაცია. ასევე, სადგურებში ისმის მომდევნო სადგურების სახელწოდებები ჩინურ და ინგლისურ ენებზე, ასევე სადგურთან ახლომდებარე მაღაზიებისა და ღირსშესანიშნაობების თაობაზე გაკეთებული ინფორმაცია მხოლოდ ჩინურ ენაზე. მეტრო აღჭურვილია ინვალიდთა გადასაყვანად. სისტემის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს გადაჭედილობა პიკის საათებში (განსაკუთრებით 1 და 2 ხაზზე) და არასრული დაფარვა საქალაქო ტერიტორიისა, რაც ბოლო პერიოდებში ახალი ხაზებისა და სადგურების სწრაფი მშენებლობით საბოლოოდ გვარდება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გადასაჯდომ სადგურებზე გადასასვლელები მეტისმეტად გრძელია.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანხაის მეტროპოლიტენი
ხაზი მარშრუტები გაიხსნა უახლესი
გაფართოება
სიგრძე სადგურები
1 Fujin Road - Xinzhuang 1993 2007 36.4 კმ 28
2 Songhong Road - Guanglan Road 1999 2010 29 კმ 19
3 North Jiangyang Road - Shanghai South Railway Station 2000 2006 40.3 კმ 29
4 რინგის ხაზი იწყება Yishan Road-თან 2005 2007 33.7 კმ 26
5 Xinzhuang - Minhang Development Zone 2003 2003 17.0 კმ 11
6 Gangcheng Road - South Lingyan Road 2007 2007 33.1 კმ 27
7 Shanghai University - Huamu Road 2009 2009 35 კმ 26
8 Shiguang Road - Aerospace Museum 2007 2009 37.4 კმ 28
9 Songjiang Xincheng - Century Avenue 2007 2009 42 კმ 22
11 Jiading North - Jiangsu Road 2009 2009 33 კმ 16
სულ:   335 კმ 223

გადახდის სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანხაის მეტროპოლიტენში მგზავრობის საფასურის გადახდა მანძილის მიხედვით წარმოებს. 2005 წლის 15 სექტემბერს საფასურის გაზრდის შემდეგ 3 კმ-ის გავლა 3 იუანი ღირდა, 46 კმ-ისა 8 იუანი. 2005 წლის დამლევს შანხაის მეტროში გადახდის ერთიანი სისტემა შემოიღეს. მანამდე, მე-5 ხაზიდან გადაჯდომისას მგზავრებს გადახდა უწევდათ, რადგანაც ხაზები სხვადასხვა კომპანიებს ეკუთვნით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]