შანტალ აკერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შანტალ აკერმანი
Akerman.jpg
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1950
ბრიუსელი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 2015
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების მიზეზი სუიციდი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, კინოხელოვნების პროფესორი
აქტიური 1968-2015
ცნობილი ნაშრომები ჟანა დილმენი, სანაპიროს 23, 1080 ბრუსელი

შანტალ ენ აკერმანი (ფრანგ. Chantal Akerman; დ. 6 ივნისი, 1950, ბრიუსელი, ბელგია — გ. 5 ოქტომბერი, 2015, პარიზი, საფრანგეთი) — ბელგიელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი და კინოხელოვნების პროფესორი ნიუ-იორკის კოლეჯში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „ჟანა დილმენი, სანაპიროს 23, 1080 ბრუსელი“ (1975), რომელსაც ნიუ-იორკ თაიმსმა „შედევრი“ უწოდა. გვენდოლინ ოდრი ფოსტერის, კინემატოგრაფიის მკვლევრის მიხედვით, აკერმანმა დიდი გავლენა მოახდინა ფემინისტურ და ავანგარდულ კინოზე.[1]

გამოშვებული აქვს ორი წიგნი: პიესა - „ღამის ვესტიბიული“ (1992) და რომანი „ოჯახი ბრიუსელში“ (1998).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკერმანი ბელგიაში, პოლონეთში ჰოლოკოსტს გადარჩენილების ოჯახში დაიბადა. დედამისმა, ნატალიამ, წლები აუშვიცში გაატარა, სადაც მას მშობლები მოუკლეს. ნატალიას და შანტალ აკერმანს თავიდანვე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. სწორედ ნატალია (ნელი) იყო ის, ვინც აკერმანს კარიერისკენ უბიძგა.

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 წლის ასაკში მისი გადაწყვეტილება, გამხდარიყო კინორეჟისორი, შთაგონებული იყო ჟან-ლუკ გოდარის ფილმის, „გიჟი პიეროს“ (1965) ნახვით. მისი სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „აფეთქდი, ჩემო ქალაქო“, პრემიერა, 1971 წელს ობერჰაუსენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე შედგა. ამ დროს აკერმანი 18 წლის იყო.

ამავე წელს ის ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც 1972 წლამდე ცხოვრობდა.

აკერმანი განსაკუთრებულად მოხიბლული იყო სტენ ბრეკჰეიჯის, იონას მეკასის, მაიკლ სნოუს, ივონ რეინერისა და ენდი უორჰოლის ნამუშევრებით.

მის კარიერაში ყველაზე განსაკუთრებული ფილმი, „ჟანა დილმენი, სანაპიროს 23, 1080 ბრუსელი“, რომელიც 1975 წელს გამოვიდა, ხშირად ითვლება ფემინისტური კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციად. ფილმი საშუალო ასაკის ქვრივის ცხოვრებას, საშინაო საქმეების რუტინისა და პროსტიტუციის რეალისტურ სურათს გვიხატავს. ფილმის შესახებ აკერმანი ინტერვიუში ამბობს: „ვფიქრობ, რომ ეს ფემინისტური ფილმია, რადგან მე რაღაცები ვანახე ისე, როგორც თითქმის არასდროს, არავის უჩვენებია. მაგალითად, როგორიცაა ქალის ყოველდღიური საქმეები, რომლებიც ფილმებში ყველაზე დაბალ იერარქიას იკავებენ... ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვფიქრობ, რომ ის ფემინისტური ფილმია. და კიდევ სტილის გამო. არა - შინაარსის.“[2]

აკერმანს ხშირად ახასიათებენ როგორც ფემინისტ მოაზროვნეს, თუმცა კინორეჟისორს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს. ის ამბობს: „როცა ადამიანები ამბობენ, რომ არსებობს ფემინისტური კინოენა, ეს ჰგავს იმის თქმას, რომ ქალებს თავის გამოსახატად მხოლოდ ერთადერთი გზა აქვთ“.

აკერმანი ვონ კარ-ვაის ფილმის, სახელწოდებით „ბედნიერები ერთად“ (1997) შესახებ ამბობს: „ფილმში, რომელიც ასეთი მგრძნობიარეა, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ეს ნამდვილი სიამოვნებაა კინოში.“[3]

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკერმანის სტილი გამოირჩევა მშრალი ენით, მეტაფორული ასოციაციების ნაკლებობით. რეჟისორზე დიდი გავლენა მოახდინა ევროპულმა არტჰაუსმა, ისევე, როგორც სტრუქტურალისტურმა კინომ.

მისი კინოენა ყოველდღიური ცხოვრების აღწერას ეყრდნობა. აკერმანი ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ ფილმების შექმნის მისეული პროცესი არა ინტელექტის ან დაგეგმვის, არამედ ინსტინქტის დაჯერების შედეგია. [4]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანტალ აკერმანმა 2015 წლის 5 ოქტომბერს, პარიზში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ დროს ის 65 წლის იყო. მისი ბოლო ფილმი დოკუმენტალისტური ნამუშევარია, რომელიც ასახავს კინორეჟისორის საუბრებს დედამისთან, ნატალიასთან, მის (დედას) სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

როგორც აკერმანის და ამბობს, კინორეჟისორი საავადმყოფოში დიდხანს იმყოფებოდა დეპრესიის დიაგნოზით, ხოლო სახლში სიკვდილამდე ათი დღით ადრე დაბრუნდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რჩეული ფილმები (მხატვრული)

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1968 „აფეთქდი, ჩემო ქალაქო“ Saute ma Ville რეჟისორი, სცენარისტი
1972 „ოთახი 1“ La Chambre 1 რეჟისორი, სცენარისტი მონტაჟისტი
1972 „ოთახი 2“ La Chambre 2 რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟისტი
1975 „ჟანა დილმენი, სანაპიროს 23, 1080 ბრუსელი“ Jeanne Dielman, 23 Quai du Commerce, 1080 Bruxelles რეჟისორი, სცენარისტი
1978 „შეხვედრები ანასთან“ Les Rendez-vous d'Anna რეჟისორი, სცენარისტი
1982 მთელი ღამე Toute une nuit რეჟისორი, სცენარისტი
1983 „ოთხმოციანები“ Les Années 80 რეჟისორი, სცენარისტი
1983 „კაცი ჩემოდნით“ L'homme à la valise რეჟისორი, სცენარისტი
1984 „მშიერი ვარ, მცივა“ J'ai faim, j'ai froid რეჟისორი, სცენარისტი
1986 „ოქროს ოთხმოციანები“ Golden Eighties რეჟისორი, სცენარისტი
1994 „1960-იანებში ბრუსელში მცხოვრები ახალგაზრდა გოგოს პორტრეტი“ Portrait d’une jeune fille de la fin des années 60 á Bruxelles რეჟისორი, სცენარისტი
1996 „დივანი ნიუ-იორკში“ Un divan à New York რეჟისორი, სცენარისტი
2004 „ხვალ ჩვენ გადავდივართ“ Demain on déménage რეჟისორი, სცენარისტი
2011 „ალმაიერის ჭირვეულობა“ La Folie Almayer რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]