შანელ იმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შანელ იმანი

შანელ იმან
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1990 (1990-01-01) (34 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 1.78მ

შანელ იმანი (დ. 1 დეკემბერი, 1990)[1]ამერიკელი მოდელი. იგი ყველაზე უკეთ ცნობილია როგორც ვიქტორია სეკრეტის ერთ-ერთი ანგელოზი. ჟურნალმა Vogue-მა იმანი შეიყვანა, 2000-იანი წლების საუკეთესო 30 მოდელში.[2]

იმანი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, 1990 წელს. იგი გაიზარდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. მისი დედა ნახევრად აფრო-ამერიკელი ხოლო ნახევრად კორეული წარმოშობისაა, ხოლო მამა აფრო-ამერიკული წარმოშობისაა. [3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმანმა სამოდელო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როგორც ბავშვი მოდელი, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში[4]. იგი 2006 წელს გაფრინდა ნიუ-იორკში და მესამე ადგილი მოიპოვა Ford Models-ის ის სუპერმოდელების მსოფლიო კონკურსში. ცოტა ხნის შემდეგ, მან ხელი მოაწერა სააგენტო Ford Models-თან. იგი გამოჩნდა ჟურნალებში Allure, Dubai, American and Ukrainian Harpers Bazaar, V, i-D, Pop, Italian, British and Indonesian Elle, Italian Vanity Fair და რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალ Vogues-ის გამოცემაში. 2007 წლის თებერვალსა და ივლისში, იმანი Teen Vogue- ის გარეკანზე გამოჩნდა. შემდეგ კი 2009 წლის ნოემბერში იგი კვლავ გამოჩნდა გარეკანზე, ჯორდან დაუნთან ერთად . იმანის ფოტოები გამოჩნდა , ბრიტანული და იტალიური ჟურნალების გარეკანებზე: Elle, American and French L'Officiel, i-D, Dubai და Ukrainian Harper's Bazaar, Lula, Korean, Teen და American Vogue.

იმანმა პოდიუმზე გაიარა დიზაინერებისთვის : Burberry, Tom Ford, Gucci, Balenciaga, Max Mara, Versace, Yves Saint Laurent, Oscar de la Renta, Stella McCartney, DKNY, Moschino, Tommy Hilfiger, Jason Wu, Dior, Michael Kors, Hugo Boss, Ralph Lauren, Dolce & Gabbana, Kenzo, Hermés, Louis Vuitton, Alexander McQueen, Roberto Cavalli, Marc Jacobs, DSquared2, John Galliano, and Bottega Veneta.

იმანი სარეკლამო რგოლებში გამოჩნდა კომპანიებისთვის Jean Paul Gaultier, Dolce & Gabbana, Ralph Lauren, DKNY, Bottega Veneta, DSquared2, Dennis Basso, Swarovski, XOXO, Benetton, J. Crew, Barneys New York, Saks Fifth Avenue, Lord and Taylor, GAP, Express, Mizani და Victoria's Secret. [5][6]

2010 წელს, შანელ იმანი გახდა ვიქტორიას სეკრეტის ერთ-ერთი ანგელოზი, იმანი ვიქტორის სეკრეტის ანგელოზების წევრობის პერიოდში გადაიღეს რამდენიმე სარეკლამო კლიპში.. [7]

იმანის დებიუტი 2015 წელს შედგა ფილმში Dope, რომელიც პრემიერაზე 2015 წლის Sundance კინოფესტივალზე გამოჩნდა. 2017 წელს, იმანი გამოჩნდა Crackle- ის ორიგინალურ ფილმში, Mad Families.

2010 წლის დასაწყისში, იმანმა კალიფორნიის ქალაქ Culver City- ში ტანსაცმლის ბუტიკი გახსნა. იმანი გამოჩნდა ბიონსონის მუსიკალურ ვიდეოში "იონესისთვის". იგი ასევე გამოჩნდა მომღერალ უსერის მუსიკალურ ვიდეოში "Dive" და The Weeknd მუსიკალური ვიდეორგოლისთვის "Can't Feel My Face". 2012 წელს იგი დაესწრო Met Ball- ის მოდის ჩვენბას დიზაინერ ტომ ფორდთან ერთად. [8][9]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის დასაწყისში, იმანმა ურთიერთობა დაიწყო რეპერ A$AP Rocky-სთან [5]. 2014 წლის აპრილში მათ ოფიციალურად გამოაცხადეს რომ იყვნენ ერთად თუმცა, ისინი 2014 წლის ივნისში დაშორდნენ. 2015 წლის აგვისტოში დადასტურდა, რომ იმანი ხვდებოდა ლეიკერსის კალათბურთელს ჯორდან კლარკსონს, თუმცა მან ურთიერთობა მალევე დაასრულა,წყვილზე აგორებული ჭორების გამო.[6]

2017 წლის 2 დეკემბერს იმანმა გამოაცხადა რომ ურთიერთობაშია ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე სტერლინგი შეპარდთან. წყვილი დაქორწინდა 2018 წლის 3 მარტს, სასტუმრო ბევერლი ჰილზში. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს: კალი, რომელიც დაიბადა 2018 წლის 10 აგვისტოს და კასი რომელიც დაიბადა 2019 წლის 17 დეკემბერს.[7][9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wilson, Eric (October 12, 2006). „A Model From Day 1“. The New York Times Styles. p. 4. ციტირების თარიღი: December 29, 2007.
  2. Les 30 Mannequins des Années 2000 დაარქივებული April 10, 2012, საიტზე Wayback Machine. . Retrieved January 20, 2010.
  3. Hit Girls. style.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2007. ციტირების თარიღი: August 2, 2007.
  4. Chanel Iman. nymag.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2013. ციტირების თარიღი: June 12, 2011.
  5. 5.0 5.1 Paxman, Lauren (November 10, 2011). „All my friends bring over food and we party it up: How Chanel Iman PUT ON 15lbs for Victoria's Secret show“. Daily Mail. London. ციტირების თარიღი: June 12, 2012.
  6. 6.0 6.1 Victorias Secret Supermodels Attend The 2010 Victorias Secret Fashion... | Getty Images Nederland | 106652423. Gettyimages.com (November 9, 2010). ციტირების თარიღი: November 15, 2011.
  7. 7.0 7.1 Chanel Iman. NY Magazine (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2013. ციტირების თარიღი: February 16, 2012.
  8. House of Style: Chanel Iman Bio. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 28, 2009. ციტირების თარიღი: February 16, 2012.
  9. 9.0 9.1 Samson, E. J.. (March 19, 2009) Chanel Iman Makes Herself at Home in the New House of Style. Teen Vogue Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 1, 2012. ციტირების თარიღი: February 16, 2012.