შანდუნის მთები
შანდუნის მთები | |
---|---|
კოორდინატები: 36°15′00″ ჩ. გ. 117°54′00″ ა. გ. / 36.25000° ჩ. გ. 117.90000° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | შანდუნი |
სიმაღლე | 1524 მ |
სიგრძე | 500 კმ |
შანდუნის მთები — ქედი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, შანდუნის პროვინციაში. სიგრძე 500 კმ-ზე მეტი. სიმაღლე 1524 მ-მდე. აგებულია არქეული კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და ქვედაპალეოზოური დანალექი ქანებით. კალთები დანაწევრებულია ღრმა ტექტონიკური ხეობებით. ადგილ-ადგილ გვხვდება მუხის ტყე და ბუჩქნარი. არის ქვანახშირის საბადო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 682.