შანას საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შანას საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის ჩრდილო–დასავლეთით 2 კილომეტრზე, მაღალი მთის წვერზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,25x4,2), ნაგებია რიყის ქვითა და დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ძლიერაა დაზიანებული: მთლიანადაა დანგრეული აღმოსავლეთ კედელი; მონგრეულია დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ზედა ნაწილები. შესასველი სამხრეთიდან ყოფილა ( შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის გვერდებში თითო სწორკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]