შამქორის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შამქორის კოშკი
აზერ. Şəmkir minarəsi
Shamkir minaret Monpere.jpg
დებუა დე მონპერეს ნახატი XIX საუკუნე
მდებარეობა შამქორი, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სიმაღლე 61 მ

შამქორის კოშკი[1], ანუ შამქორის მინარეთი, ასევე ცნობილია, როგორც „შამქორის სვეტი“[2] (აზერ. Şəmkir minarəsi) — კოშკი ან მინარეთი, რომელიც ოდესღაც განლაგებული იყო შამქორის მახლობლად (დღევანდელი აზერბაიჯანის ქალაქი). XI საუკუნის[3] ბოლოს აშენებული კოშკის გამოსახულება ცნობილია ნ. ფლოროვსკის წერილობითი აღწერის საფუძველზე. ნ. ფლოროვსკი იმყოფებოდა შამქორში XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ასევე ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრების საფუძველზე, როგორებიც არიან: გრიგორი გაგარინი და დიუბუა დე მონპერე. ეს ძეგლი იბყრობდა არაერთი მოგზაურის ყურადღებას და არაერთხელ იქნა აღწერილი. ყველაზე ადრინდელი მოხსენიება გვხდება აბულფედისთან (XIV საუკუნის დასაწყისი), რომელიც აღნიშნავს, რომ „მინარეთი არის საკმაოდ მაღალი და გამოჩეული„. არქიტექტურის სტილისტურ განსაკუთრებულობებს უსვამენ ხაზს მიქაელ უსეინოვი და ლეონიდ ბრეტანიცკი, რომლებმაც მინარეთი მიაკუთვნეს XII— XIII საუკუნის დასაწყისს.[2][4] კავკასიაში მოგზაურობის აღწერაში საინტერესო ფაქტები მოჰყავს ასევე გ.გამბას, რომელიც ადრის კოშკს ტრაიანის კოლონას რომში და აღნიშნავდა, რომ მულები იყენებდნენ კოშკს ლოცვისთვის მუსლიმთა მოსახმობათ.[5] ედუარდ ეიჰვალდმა ნახა მინარეთი 1826 წელს, მაგრამ 1861 წელს შამქორის ნაქალაქარის დათვალიერებისას დორნმა უკვე მხოლოდ ნანგრევები ღა იხილა და გვამცნობს, რომ მინარეთი დანგრეულია საძირკვლამდე. მინარეთი ასევე ცნობილია დიუბუა დე მონპერეს[6] და გრიგორი გაგარინის ნახატებით. მაგრამ, ეს ნახატები არ იძლევიან ამ მინარეთის ყოფილ დიდებაზე ღირსეულ და თვალნათელ სურათს. ამიტომაც საინტერესოა არსენი სუხანოვის ცნობები, რომელმაც გაიარა ქალაქი შამქორი XVII საუკუნის 50-ან წლებში. კოშკს ასევე მოიხსენებს ამერიკელი პროტესტანტი მისიონერი ელი სმიტი (ინგ.):[7]

კოშკი მ.მეშერსკის მიერ შამქორის ბრძოლას მიძღვნილ ნახატზე. XIX საუკუნე

წარმოდგენას ძეგლზე ქმნის ასევე 1836 წელს ნ. ფროლოვის მიერ გამოქვეყნებული აღწერილობა „რუსეთის მფლობელობის ქვეშ არსებული ამიერკავკასია“, რომელშიც იგი თვლის, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადღების მისაქცევი ობიექტი“ მთელს ელიზავეტოპოლის გუბერნიაში არის შამქორის კოშკი, რომელიც აღმართულია მდინარე შამქორის მარცხენა ნაპირის გაშლილ მდელოებზე.

შამქორი. მინარეთი. გრიგორი გაგარინის ნახატი

ტექსტის შესწავლის შემდეგ აზერბაიჯანელი ისტორიკოსი მეშადიხანუმ ნეიმატი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შამქორის მინარეთი შედიოდა იმ ნაგებობების რიცხვში, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა იცავდა ქალაქს, ანუ ის შედიოდა თავდაცვით ნაგებობებში. იგი საგუშაგო კოშკის როლს თამაშობდა, საიდანაც ხელის გულივით ჩანდა ახლო-მახლო მიდამოები. ნეიმატი აღნიშნავდა, რომ მიონარეთი აშენდა არა XII-XIII საუკუნეებში, არამედ XI საუკუნის ბოლოს.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шамкирская башня (минарет). Археология Шамкира — проект института археологии и этнографии Национальной Академии Наук Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-05-23.
  2. 2.0 2.1 Л. С. Бретаницкий. Зодчество Азербайджана XII-XV вв. и его место в архитектуре Переднего Востока / Главная редакция восточной литературы. — Наука, 1966. — С. 90-92. — 556 с.
  3. Официальный сайт Музей истории Азербайджана. Vitrin 47. azhistorymuseum.az. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-06-16.
  4. М. А. Усейнов. История архитектуры Азербайджана. — Государственное издательство литературы по строительству, архитектуре и строительным материалам, 1963. — С. 74-75. — 395 с.
  5. G. Gamba. Voyages dans la Russie meridionale…. — Paris, 1826. — Т. II. — С. 245-246.
  6. Dubois de Montpereux. Voyage autour du Caucase…. — Т. IV. — С. 147.
  7. Carl Ritter. Die Erdkunde Asien, Kleinasien, Arabien. — Berlin, 1843. — С. 765. (нем.)
  8. М. С. Нейматова (азерб.)русск.. Корпус эпиграфических памятников Азербайджана. — Баку: Элм, 1991. — С. 54.