შამისენი

შამისენი (იაპონ. 三味線) — სამსიმიანი ტრადიციული იაპონური საკრავი, წარმოქმნილი ჩინური ინსტრუმენტიდან, სანქსიანიდან. ასევე ცნობილია, როგორც სანგენი (იაპონ. 三絃) ან სამისენი (ყველა ნიშნავს „სამ სიმს“). მასზე უკრავენ მედიატორით, რომელსაც ბაჩი ეწოდება.


იაპონურად გამოითქმის, როგორც შამისენი, იშვიათად — ჯამისენი. დასავლეთ იაპონურ დიალექტებსა და ედოს პერიოდის მრავალ წყაროში, ის გამოითქმის, როგორც სამისენი.[1]
შამისენის კონსტრუქცია ფორმით განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ჟანრში გამოიყენება. კაბუკის თანმხლებ ინსტრუმენტს აქვს თხელი ყელი, რაც უწყობს ხელს ამ ჟანრის მოქნილ და ვირტუოზულ მოთხოვნებს. თოჯინების თეატრისა და ხალხური სიმღერების თანმხლებ ინსტრუმენტს კი აქვს უფრო გრძელი და სქელი ყელი, რათა შეესაბამებოდეს ამ ჟანრების უფრო ძლიერ მუსიკას.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შამისენი არის სიმიანი ინსტრუმენტი. მისი კონსტრუქცია მიჰყვება გიტარის ან ბანჯოს მსგავს მოდელს, ყელითა და სიმებით, რომლებიც გაჭიმულია კორპუსზე. შამისენის ყელი უფრო თხელია, ვიდრე გიტარის ან ბანჯოსი. კორპუსი, რომელსაც დო (იაპონ. 胴) ეწოდება, წააგავს დოლს, აქვს ღრუ კორპუსი, წინა და უკანა მხრიდან დაფარულია ტყავით, ბანჯოს მსგავსად.[2]
ტყავის ფაქტურა დამოკიდებულია მუსიკის ჟანრსა და შემსრულებლის უნარზე. ტრადიციულად, იყენებდნენ ძაღლის ან კატის ტყავს, თუმცა კატის უპირატესია უფრო მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების ტყავის გამოყენება გავრცელებული იყო XX საუკუნის განმავლობაში, მათი გამოყენება თანდათან შემცირდა 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან, სოციალური სტიგმისა და მომზადებაში გამოცდილი ოსტატების შემცირების გამო. თანამედროვე შამისენის ტყავი ხშირად მზადდება სინთეტიკური მასალით, როგორიცაა პლასტმასი.[3][4]
საო (იაპონ. 棹), ანუ შამისენის ყელი, ჩვეულებრივ დაყოფილია სამ ან ოთხ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა და იკეტება, უმეტეს შამისენს აქვს მარტივი დაშლის შესაძლებლობა. შამისენის ყელი გადის ინსტრუმენტის დოლისებრი კორპუსის მიღმა და ნაწილობრივ ამოდის კორპუსის მეორე მხარეს, სიმების საყრდენად. ღერძები, რომლებიც გამოიყენება სიმების შესახვევად, გრძელია, თხელი და ექვსკუთხა ფორმის; მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად მზადდებოდა სპილოს ძვლისგან, დღეს მრავალი მზადდება სხვა მასალით, როგორიცაა ხე და პლასტმასი.
შამისენის სამი სიმი დამზადებულია აბრეშუმისგან (ტრადიციულად) ან ნეილონისგან. ისინი გაჭიმულია ინსტრუმენტის თავში არსებულ ღერძებს შორის და ქსოვილის კუდის ნაწილზე, რომელიც ღეროზეა დამაგრებული. სიმები გაჭიმულია კორპუსზე, აწეულია მისგან ხიდის ანუ კომას (იაპონ. 駒)საშუალებით, რომელიც პირდაპირ დევს დაჭიმულ ტყავზე. ყველაზე დაბალი სიმი განზრახ დაბლა არის ჩამოშვებული ინსტრუმენტის სახელურთან, რათა შექმნას ბზუილი, დამახასიათებელი ტემბრი, რომელსაც საუარი ეწოდება (რაღაც თვალსაზრისით გვახსენებს სიტარის „ბზუილს“, რომელსაც ჯივარი ეწოდება).
დოს ზედა მხარე (მოთამაშის წელზე მდებარეობისას) თითქმის ყოველთვის დაცულია საფარით, რომელსაც დო კაკე ეწოდება, და შემსრულებლები ხშირად ატარებენ პატარა ქსოვილის ზოლს, იუბიკაკეს, მარცხენა ხელზე, რათა გაუადვილდეთ ყელზე ზემოთ და ქვემოთ სრიალი. ინსტრუმენტის თავი, ტენჯინი, შეიძლება ასევე დაცული იყოს საფარით.
სიმების მასალა დამოკიდებულია შემსრულებლის უნარზე. ტრადიციულად გამოიყენება აბრეშუმის სიმები. თუმცა, აბრეშუმი მოკლე დროში ადვილად იშლება, ამიტომ მას მხოლოდ პროფესიონალები იყენებენ. სტუდენტები ხშირად მიმართავენ ნეილონის ან „ტეტრონის“ სიმებს, რომლებიც უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე აბრეშუმი, და ასევე ნაკლებად ძვირია.[5]
ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შამისენის კონსტრუქცია განსხვავდება ფორმითა და ზომით, იმის მიხედვით, თუ რომელ ჟანრში გამოიყენება. გამოყენებული ბაჩიც განსხვავებული იქნება ჟანრის მიხედვით, თუ საერთოდ გამოიყენება. შამისენები კლასიფიცირდება ზომისა და ჟანრის მიხედვით. არსებობს სამი ძირითადი ზომა: ჰოსოზაო, ჩუზაო და ფუტოზაო. შამისენის ჟანრებია: ნაგაუტა, ჯიუტა, მინ'იო, კოუტა, ჰაუტა, შინაი, ტოკივაძუ, კიიომოტო, გიდაიუ, ცუგარუ.[5]
ჰოსოზაო (თხელი ყელი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰოსოზაო (იაპონ. 細棹), როგორც მისი იაპონური სახელი მიუთითებს, არის შამისენის ყველაზე პატარა სახეობა. კორპუსი პატარა და განსაკუთრებით კვადრატული ფორმისაა, თხელი ყელით, ძაბრის ფორმას იღებს სიმებისგან სწორედ კორპუსთან მიახლოებისას. ზოგადად, ჰოსოზაო გამოიყენება ნაგაუტაში, უფრო მოკლე და თხელი ყელი უწყობს ხელს კაბუკის მოქნილ და ვირტუოზულ მოთხოვნებს. ჰოსოზაო შამისენები, რომლებიც სპეციალურად მზადდება ნაგაუტას ანსამბლებისთვის, ხშირად უბრალოდ ცნობილია, როგორც ნაგაუტას შამისენი. ჰოსოზაო ასევე ხშირად გამოიყენება კოუტაში, სადაც მას უკრავენ ფრჩხილებით.
ჩუზაო (საშუალო ყელი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩუზაო (იაპონ. 中棹) ზომით უფრო დიდია, ვიდრე ჰოსოზაო. როგორც მისი სახელი მიუთითებს, ყელი ოდნავ უფრო სქელია. როგორც ყელი უახლოვდება ინსტრუმენტის კორპუსს, სიმებსა და სახელურს შორის მანძილი შენარჩუნებულია, ჰოსოზაოსგან განსხვავებით, სადაც ის ძაბრს წააგავს. სახელური მკვეთრად მთავრდება და ყელის დანარჩენი ნაწილი მკვეთრად იღუნება ინსტრუმენტის კორპუსში. გამოხატული მოხვევა, რომელიც ხდება ყელის კორპუსთან შეხვედრამდე, ეწოდება ჰატომუნე (იაპონ. 鳩胸, სიტყვასიტყვით „მტრედის მკერდი“). შედეგია გაგრძელებული სახელური, რომელიც ჩუზაოს აძლევს უფრო მაღალ რეგისტრს, ვიდრე ჰოსოზაოს. ჩუზაოს ტემბრი უფრო რბილია.
ფუტოზაო (მსუქანი ყელი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფუტოზაო (იაპონ. 太棹) შამისენი გამოიყენება გიდაიუბუშის (ბუნრაკუს მუსიკა), ჯორური მინ'იოსა და ცუგარუ-ჯამისენის ძლიერ მუსიკაში. ამ ჟანრებში, უფრო სქელი ყელი უწყობს ხელს უფრო დიდ ძალას, რომელიც გამოიყენება ამ სტილის მუსიკის დაკვრაში. ცუგარუ-ჯამისენის ფუტოზაო არის ინოვაციური და განზრახ შექმნილია ბევრად უფრო დიდი ზომით, ვიდრე ტრადიციული სტილის შამისენი, და მისი ყელი ბევრად უფრო გრძელი და სქელია, ვიდრე ტრადიციული ნაგაუტასი.
ჰეიკე შამისენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰეიკე შამისენი (იაპონ. 平家) სპეციალურად შექმნილია ხალხური სიმღერა ჰეიკე ონდოს შესასრულებლად. ჰეიკე შამისენის ყელი დაახლოებით ნახევარი სიგრძისაა, რაც ინსტრუმენტს აძლევს მაღალ დიაპაზონს ჰეიკე ონდოს დასაკრავად. უფრო ტიპური შამისენის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ მათ უნდა შეეწყოთ სათანადოდ კაპოთი მოწყობილობა მათი სიმაღლის ასამაღლებლად. დღეს სიმები მზადდება ფოლადისგან უკეთესი ხმისთვის და დოლის გარსები დამზადებულია პლასტმასისგან, დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ბაჩი და კომა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაჩი (იაპონ. 撥) — მედიატორი, რომლითაც უკრავენ შამისენს, ასევე განსხვავდება ზომით, ფორმითა და მასალით ჟანრის მიხედვით.
ნაგაუტას ბაჩი შეიძლება დამზადებულ იყოს სამი შესაძლო მასალისგან: ხე, პლასტმასი ან სპილოს ძვალი. მრავალი ნაგაუტას მასწავლებელი არ ემხრობა პლასტმასის გამოყენებას, მაგრამ თუ სპილოს ძვალი მიუწვდომელია და ხე კვლავ ძვირია, პლასტმასი მისაღებად ითვლება გამოსაყენებლად.
ჯიუტას ბაჩი მთლიანად დამზადებულია პლასტმასისგან ან სპილოს ძვლისგან, პლასტმასისა და კუს ჯავშნისგან (ბეკო), ან სპილოს ძვლისა და კუს ჯავშნისგან. ჯიუტას ბაჩი ყველაზე ადვილად ამოსაცნობია, რადგან ისინი ყველაზე გრძელია, ყველაზე ფართო და ასევე აქვთ ღრმა ამონაკვეთი, სადაც კუს ჯავშანი ხვდება სახელურს.
გიდაიუს შამისენის სტილი იყენებს ყველაზე მძიმე და სქელ ბაჩის, თუმცა ნაგაუტას ბაჩი უფრო ფართოა.
ცუგარუ-ჯამისენის ბაჩი ყველაზე პატარაა და თითქმის ყოველთვის დაფარულია კუს ჯავშნით წვერზე.
კომა (იაპონ. 駒), ანუ ხიდი, შეიძლება დამზადებულ იქნას ბებერი ბამბუკისგან, სპილოს ძვლისგან, ძროხის ძვლისგან (შარი), ვარდისფერი ხისგან, ბუვოლის რქისგან, კოკი ხისგან, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე კომბინაციისგან, ან პლასტმასისგან. კომა მრავალ სიმაღლეშია. რაც უფრო მაღალია კომა, მით უფრო მაღალი იქნება ხმა და მით უფრო ძნელი არის სწრაფი სუკუის კონტროლი. უფრო მაღალი კომა არ ითვლება შესაფერისად დამწყებთათვის.
ნაგაუტას კომა დამზადებულია მხოლოდ სამი მასალისგან: სპილოს ძვალი, ძვალი და პლასტმასი. სპილოს ძვალი ყველაზე ძვირია და გამოსცემს ყველაზე სასურველ ხმას, მაგრამ მისი მაღალი ფასის გამო იშვიათად გამოიყენება.
დაკვრის ტექნიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შამისენის სიმებს უკრავენ ბაჩით. შამისენის ხმა გარკვეული თვალსაზრისით მსგავსია ამერიკული ბანჯოსი, იმით, რომ დოლისებრი დო აძლიერებს სიმების ხმას. როგორც ამერიკული ბანჯოს დაკვრიას კლოჰამერის სტილში, ბაჩი ხშირად გამოიყენება სიმზეც და ტყავზეც, რაც ქმნის მაღალ პერკუსიულ ხმას. კოუტას (იაპონ. 小唄, სიტყვასიტყვით „პატარა სიმღერა“) დაკვრისას შამისენზე, და ზოგჯერ სხვა ჟანრში, შამისენს უკრავენ თითებით. ზოგჯერ შამისენს უკრავენ ვიოლინოს მშვილდით, კოკიუს მსგავსად.[5]
განწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შამისენს უკრავენ და უწყობენ ჟანრის მიხედვით, ოქტავაში კვანძების ნომენკლატურაც განსხვავდება ჟანრის მიხედვით. შამისენის მრავალი სტილი არსებობს იაპონიაში და განწყობა, ტონალობა და ნოტაცია გარკვეულწილად განსხვავდება. სამი ყველაზე ხშირად აღიარებული განწყობა ყველა ჟანრში არის ჰონჩოუში იაპონ. (本調子), ნიაგარი (იაპონ. 二上がり) და სანსაგარი (იაპონ. 三下がり).
ჰონჩოუში ნიშნავს „ოჯახურ“ ან „ბაზისურ განწყობას“, და ასე ეწოდება იმიტომ, რომ სხვები ითვლება მისგან წარმოშობილად. ჰონჩოუშისთვის, პირველი და მესამე სიმები დაყენებულია ოქტავის შუალედში, ხოლო შუა სიმი დაყენებულია დასავლეთის ტერმინებით, კვარტის ექვივალენტზე, პირველი სიმიდან. ყველაზე ხშირად გამოყენებული განწყობაა C-F-C. მაგალითი სიმღერისა, რომელიც იყენებს ამ განწყობას, არის აკიტა ნიკატა ბუში.
ნიაგარი ნიშნავს „აწეული ორი“ ან „აწეული მეორე“ — მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მეორე სიმის სიმაღლე აწეულია (ჰონჩოუშიდან), რაც ზრდის პირველი და მეორე სიმების ინტერვალს კვინტამდე (შესაბამისად, ამცირებს მეორე და მესამე სიმების ინტერვალს კვარტამდე). ყველაზე ხშირად გამოყენებული განწყობაა C-G-C. მაგალითი სიმღერისა, რომელიც იყენებს ამ განწყობას, არის ცუგარუ ჯონგარა ბუში.
სანსაგარი — „დაბლა დაშვებული სამი“ ან „დაბლა დაშვებული მესამე“: მიუთითებს შამისენის ჰონჩოუშიზე დაყენებაზე და მე-3 სიმის (სიმი ყველაზე მაღლა) დაშვებაზე მთელი ბიჯით ქვემოთ, ისე, რომ ინსტრუმენტი დაყენებულია კვარტებში, მაგ. C-F-B♭. მაგალითი სიმღერისა ამ განწყობაში არის ცუგარუ სანსაგარი.
განსაზღვრული განწყობის ქონის ნაცვლად, როგორიცაა გიტარაზე (ე.ი. E, A, D, G, B, E) ან ვიოლინოზე (ე.ი. G, D, A, E), შამისენი დაყენებულია მომღერლის რეგისტრის მიხედვით, ან უბრალოდ შემსრულებლის სურვილის მიხედვით. შამისენის შემსრულებელს შეუძლია დააწყოს შამისენი ნებისმიერ რეგისტრზე, თუკი ზემოთ ჩამოთვლილი კონვენციები დაცულია.
ნოტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შამისენის მუსიკა შეიძლება დაიწეროს დასავლური მუსიკალური ნოტაციით, მაგრამ უფრო ხშირად იწერება ტაბულატურის ნოტაციით. მიუხედავად იმისა, რომ განწყობა შეიძლება იყოს მსგავსი ჟანრებში, გზა, რომლითაც ინსტრუმენტის ყელზე კვანძები (ცუბო იაპონ. 壷) სახელდება, არ არის. შედეგად, თითოეული ჟანრის ტაბულატურა სხვაგვარად იწერება.

ტაბულატურა შეიძლება დაიწეროს ტრადიციულ იაპონურ ვერტიკალურ მარჯვნიდან-მარცხნივ ნოტაციაში, ან დასავლური სტილით, ჰორიზონტალურ მარცხნიდან-მარჯვნივ ნოტაციაში, რომელიც წააგავს თანამედროვე გიტარის ტაბულატურას. ტრადიციულ ვერტიკალურ ნოტაციაში გამოიყენება ჩინური სიმბოლოები და უფრო ძველი სიმბოლოები დინამიკისთვის, თუმცა დასავლური სტილის მუსიკალური ნოტაციიდან შემოტანილი იქნა იტალიური სახელები დინამიკისთვის, ტაქტის ზომა და ფერმატა. თუ რა განწყობას მოითხოვს ნაწარმოები, ჩვეულებრივ მითითებულია ტაბულატურაზე.
შამისენი – ისტორია და ჟანრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იაპონური შამისენი ჩინური სანქსიანისგან (ჩინ.: 三弦) მომდინარეობს. სანქსიანი XVI საუკუნეში შევიდა რიუკიუს სამეფოს (ოკინავა) გავლით, სადაც იგი ვითარდებოდა ოკინავურ სანსინად (იაპონ. 三線), საიდანაც შამისენი საბოლოოდ წარმოიშვა. მიიჩნევა, რომ შამისენის წინაპარი XVI საუკუნეში ქალაქ საკაიში (ოსაკას მახლობლად) გავრცელდა.[6][7][8][9]
შამისენს იყენებენ როგორც სოლო ინსტრუმენტს, ასევე სხვა შამისენებთან, სხვა იაპონურ ინსტრუმენტებთან ან პოეზიასთან, როგორიცაა ნაგაუტა, ან თეატრალურ წარმოდგენებში, კერძოდ, კაბუკიში და ბურნაკუში. ტრადიციულად შამისენს იყენებდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.[10]
ყველაზე ცნობილი და, შესაძლოა, ყველაზე რთული ნარატიული სტილი არის გიდაიუა, სახელდებული ტაკემოტო გიდაიუს (1651–1714) პატივსაცემად, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ბურნაკუს პომპეტ-თეატრის ტრადიციაში ოსაკაში. აქ მომღერალ-ნარატორს მოუწევს, რომ ითამაშოს როლები და შეასრულოს ყველა კომენტარი მოქმედებით. მომღერალ-ნარატორის როლი იმდენად რთული და საშიშია, რომ სცენაში პერსონაჟები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. შამისენის შემსრულებელმა უნდა იცოდეს მთელი ნამუშევარი სრულყოფილად, რათა ეფექტურად შეძლოს პასუხების გაცემა ინტერპრეტირებისას. XIX საუკუნეში, ქალმა შემსრულებლებმა გააგრძელეს ეს ტრადიცია.[11]
XX საუკუნის დასაწყისში ბრმა მუსიკოსებმა, მათ შორის შირაკავა გუნპაჩირომ (1909–1962), ტაკაჰაში ჩიკუზანმა (1910–1998) და მხედველობის მქონე შემსრულებელმა კიდა რინშოიემ (1911–1979) შეიმუშავეს ახალი სტილი: ტრადიციული ხალხური სიმღერების (მინიო) გამოყენება, რომელიც ითვალისწინებდა ბევრ იმპროვიზაციას. ეს სტილი, რომელიც ცნობილია, როგორც ცუგარუ-შამისენი (მისი სახელი წარმოიშვა ჰონსიუში), დღემდე პოპულარულია იაპონიაში. ცუგარუ-შამისენის ვირტუოზული სტილი ხშირად შედარებულია ბლუ-გრას ბანჯოსთან.[11]
კოუტა (იაპონ. 小唄) — შამისენის სტილი, რომელიც ისტორიულად განვითარდა და უმეტესად ასრულებდნენ გეიშები. მისი სახელი ლიტერალურად ნიშნავს „პატარა სიმღერას“.[11]
ჯიუტა (იაპონ. 地唄) — კლასიკური შამისენის მუსიკალური სტილი.
შამისენს აქტიურად იყენებენ თანამედროვე იაპონური ფოლკ ჯგუფები და თანამედროვე მუსიკოსები.[12] Lee, Jian Xuan (29 March 2016). „A father's hobby becomes a son's career“. The Straits Times. Singapore. ციტირების თარიღი: 7 February 2017.</ref>
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Shamisen: Tradition and Diversity – BRILL (13 December 2010). ციტირების თარიღი: 20 April 2021
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Book on Shamisen
- About Shamisen
- Jishin Shamidaiko (Brazil)
- God of Shamisen is a progressive/metal band that has implemented the acoustic and amplified sound of the tsugaru-jamisen
- Nitaboh Official Site (feature movie about the disputed origin of the Tsuragu-jamisen style)
- Kouta დაარქივებული 2009-02-04 საიტზე Wayback Machine.
- Nagauta
- Hauta – Utazawa – Kouta
აუდიო მასალა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Alves, William (2013) Music of the peoples of the world, 3rd, Boston, MA: Schirmer, Cengage Learning, გვ. 320. ISBN 978-1133307945.
- ↑ Dalby, Liza (2000). Geisha, 3rd, London: Vintage Random House.
- ↑ Hueston, Dave (29 December 2016). „Shamisen faces crisis as cat skins fall from favor“. The Japan Times. ციტირების თარიღი: 20 May 2017.
- ↑ Miki, Minoru (2008) Composing for Japanese instruments. Rochester, NY: University of Rochester Press, გვ. 89. ISBN 978-1580462730.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Shamisen KATOH. ციტირების თარიღი: 20 April 2021
- ↑ Leiter, Samuel L. (2007). Encyclopedia of Asian Theatre: A-N. Greenwood Press, გვ. 445. ISBN 978-0-313-33530-3.
- ↑ (1983) Kodansha encyclopedia of Japan, Volume 7, გვ. 77. ISBN 978-0-87011-627-8.
- ↑ Malm, William P. (2000). Traditional Japanese music and musical instruments, Volume 1. Kodansha International, გვ. 213. ISBN 978-4-7700-2395-7.
- ↑ Picken, Laurence E. R. (2006). Music from the Tang Court: Some Ancient Connections Explored, Volume 7. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 33–34. ISBN 978-0-521-54336-1.
- ↑ Lande, Liv (2007). Innovating musical tradition in Japan: Negotiating transmission, identity, and creativity in the Sawai Koto School, გვ. 73. ISBN 978-0-549-50670-6.
- ↑ 11.0 11.1 11.2 YouTube. ციტირების თარიღი: 28 February 2015
- ↑ 上妻宏光 三味線プレイヤー Hiromitsu Agatsuma Official Website. ციტირების თარიღი: 20 April 2021