შამილ შეთეკაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შამილ შეთეკაური
Shamil shetekauri.jpg
2010 წლის ექსპედიცია, კოხტა გორის (ბაკურიანი) მიდამოებში.
დაბ. სახელი შამილ შეთეკაური
დაბ. თარიღი 1955, 10 ივლისი
ხონე
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია მეცნიერი, ბოტანიკოსი, მცენარეული მრავალფეროვნების სპეციალისტი, ეკოლოგისტი, ხმელთაშუა ზღვისა და კავკასიის ენდემური სახეობების სპეციალისტი, პროფესორი , ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
მეუღლე(ები) ლეილა ცისკარაული
შვილ(ებ)ი გაგა, ტოლხა, ელენე შეთეკაურები
მშობლები მამა: კელო შეთეკაური
დედა: დედიკა ზვიადაური

შამილ შეთეკაური (დ. 10 ივლისი, 1955, ხონე, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 1 აგვისტო, 2018, გამარჯვება, გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მეცნიერი, ბოტანიკოსი, მცენარეული მრავალფეროვნების სპეციალისტი, ეკოლოგისტი, ხმელთაშუა ზღვისა და კავკასიის ენდემური სახეობების სპეციალისტი.

საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების წევრი (1980), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ფიტოტაქსონომიური საერთაშორისო საზოგადოების წევრი (OPTIMA) (2002), საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის წევრი (IGU) (2002), ლონდონის ლინეს წევრი (SLF) (2007), ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის კავკასიის რეგიონალური ექსპერტი (IUCN) (2008), კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (2008).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელი, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, ჰაუსკნექსტის ჰერბარიუმი.

1955 წლის 10 ივლისს დაიბადა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში. 1973-1978 წლებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე. 1982-1986 წლებში სწავლობდა ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1999 წელს დაიცვა დოქტორის დისერტაცია.

2006 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიომრავალფეროვნების ასისტენტ პროფესორი. 2010 წლიდან თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკური ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილების გამგე.

2015 წელს მისი სახელი მიენიჭა კავკასიის ენდემური ობობის სახეობას: Incestophantes shetekaurii (Linyphiidae),.[1][2]

ხანგრძლივი ავადობის შემდეგ გარდაიცვალა 2018 წლის 1 აგვისტოს, გარდაბბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ш.К. Шетекаури, Л.А. Цискараули. 2004. Cистематическая и географическая структура высокогорных лугов Большого Kавказа (в пределах Грузии). Кавк. геогр. журнал, Тбилиси, 4, с. 68-74.
  • Ш.К. Шетекаури. 2004. Анализ высокогорной дендрофлоры Сванети, Рача-Лечхуми, Шига Картли (южные склоны Центрального Кавказа). Зам. сист. геогр. раст. Тбилиси, вып. 44-45, 165-171.
  • Р.И. Гагнидзе, К.Р. Кимеридзе, Н.А. Маргалитадзе, Ш.К. Шетекаури, Д.К.Челидзе, Д.Г. Кикодзе. 2004. Стратегия охраны флороценотипов Кавказа. Зам. сист. геогр. раст. Тбилиси, вып. 44-45, 172-176.
  • R. Gagnidze, Sh.Shetekauri, N.Margalitadze, A.Kikodze. 2006. Svaneti. Tbilisi, 53 p.
  • Sh. Shetekauri, L. Tsiskarauli, T. Zangurashvili.2006. High mountain flora of Pirikitio Khevsureti and Tusheti(norteastern part of the Caucasus). Flora Mediterranea, vol. 16. p. 355-378
  • Ш. К. Шетекаури, Л. А. Цискеараули, Н. Г. Барнавели. 2007 Вотанико- географическое разнообразие дендрофлоры высокогорий Большого Кавказа. Кавказск. геогр. журн. 7, с.170-176
  • S. SeTekauri, m. pavliaSvili. 2009. მდინარე ქსნის ხეობის წყალშემკრები აუზის მდელოების ტაქსონომიურ-გეოგრაფიული სტრუქტურა და ფლორეცენოზური ეტიუდები.
  • Sh. Shetekauri, Jakoby M. 2009. Mountain flowers & tree of Caucasia. Instambul. Bunebaprint, 320p.
  • Sh. Shetekauri, Jakoby M. 2009. Gebirgsflora & Baume des Kaukasus. . Instambul. Bunebaprint, 315s.
  • Th. Gregor, Lmeierott & Sh. Shetekauri, 2010. Fruhling im Lagodekhi-Urwald.Natur und Museum. Band 140, Heft 3 /4. Senkenberg

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Spider Catalog (2015). Version 16. ბუნებრივი ისტორიის ბერნის მუზეუმი (23 April 2015). ციტირების თარიღი: 23 April 2015.
  2. Nentwig W, Blick T, Gloor D, Hänggi A, Kropf C (2015): Spiders of Europe. Version 04/2015 (23 April 2015). ციტირების თარიღი: 23 April 2015.