შამბიეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შამბიეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შამბიეთის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია მდებარეობს სოფლის მიდამოებში. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. გუმბათი ამჟამად მთლიანად ჩამოქცეულია. მკლავები თანაბარი ზომისაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აბსიდს განიერი ბემა აქვს. შვერილი აბსიდი გარედან წახნაგოვანია. მისი ცენტრალური ნაწილი ჩამონგრეულია. ეკლესიას სამხრეთიდან დიდი ზომის თაღოვანი სარკმელი, ჩრდილოეთით და დასავლეთით კი თაღოვანი შესასვლელები აქვს. სამივე შესასვლელს კარიბჭე აქვს. აქედან ჩრდილოეთი შესასვლელი ამოშენებულია და მოწყობილია სარკმელი. ჩრდილოეთი კარიბჭის მხოლოდ ერთი სვეტია შემორჩენილი. სამხრეთი კარიბჭე მთლიანად მორღვეულია. დასავლეთი კარიბჭის ნახევარწრიუ-ლი თაღები ოთხკუთხა სვეტებს ეყრდნობა. ეკლესიის მკლავები გარედან წახნაგებს ქმნიან. ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.

ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 213-214