შალვა ხუნდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუნდაძე.
შალვა ხუნდაძე
დაბ. თარიღი 29 მარტი, 1920(1920-03-29)
გარდ. თარიღი 11 იანვარი, 1991(1991-01-11) (70 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი

შალვა ხუნდაძე (დ. 29 მარტი, 1920, ქ. სოხუმი — გ. 11 იანვარი, 1991) — ქართველი პედაგოგი და გეოგრაფი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1961), დოცენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.[1]

1941–1962 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორად; 1959 წელს მუშაობა დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. კითხულობდა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო მუშაობის თემატიკა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკას ეკუთვნის.[1]

მუშაობდა აგრეთვე ბუნებისმცოდნეობის სწავლების საკითხებზე. იყო ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ დამატების — „ისტორია და გეოგრაფია სკოლაში“ რედკოლეგიის წევრი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს თემაზე: „მათემატიკური გეოგრაფიის ელემენტების სწავლება საშუალო სკოლაში“. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი. შეადგინა დაკვირვების დღიურები II და IV კლასებისათვის.[1]

დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დაკვირვების დღიური: ბუნება და ადამიანის შრომითი საქმიანობა. თბ., 1990;
  • დაკვირვების დღიური ბუნებასა და ადამიანის შრომით საქმიანობაზე. თბ., 1987;
  • ბუნების კარი: ბუნების სახელმძღვ. მე-2 კლასისათვის (თანაავტორი). თბ., 1982;
  • ფიზიკური გეოგრაფიის სწავლება ახალი პროგრამით. თბ., 1972;
  • მათემატიკური გეოგრაფიის ელემენტების სწავლება საშუალო სკოლაში. თბ., 1958.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.