შალვა ჩხიკვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა ჩხიკვაძე
დაბადების სახელი შალვა ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1910
გარდაცვალების თარიღი 1976
საქმიანობა მსახიობი

შალვა (ჟუტუ) გიორგის ძე ჩხიკვაძე (დ. 19 დეკემბერი, 1914 — გ. 1976) — ქართველი მსახიობი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. წევრი მუსიკალური დუეტისა ძაგნიძე და ჩხიკვაძე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც შეხვდა ვალიკო ძაგნიძეს, 1938 წელს შეიქმნა დუეტი ძაგნიძე და ჩხიკვაძე. თავდაპირველად ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების მუსიკებზე ფელეტონებს ჰქმნიდნენ და ასრულებდნენ, რითაც მეტად გაითქვეს სახელი.

მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გართობისთვის იქმნებოდა არტისტული ბრიგადები, დუეტმაც ვალიკოს მეუაღლესთან, მომღერალსა და მსახიობ გოგუცა კუპრაშვილთან ერთად შექმნა კოლექტივი, რომელმაც 600-მდე კონცერტი გამართა. ძაგნიძისა და ჩხიკვაძის საესტრადო ვოკალურმა დუეტმა და მათმა ხელოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენში ამ ჟანრის განვითარებას.

1945 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო მარჯანიშვილის თეატრში, პარალელურად მოღვაწეობდა კინოში და ესტრადაზე. ვალიკო ძაგნიძესთან ერთად, როგორც მუსიკალურ დუეტს მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში: „საბუდარელი ჭაბუკი“ და „ბედნიერი შეხვედრა“.

გარდაიცვალა 1976 წელს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სახალხო არტისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]