შალვა საბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა საბაშვილი
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1980 (1980-01-30) (44 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შალვა საბაშვილი (დ. 29 მაისი, 1942, მანავი, საგარეჯოს რაიონი) — ქართველი ასტრონომი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ასტრონომიის სპეციალობით 1965 წელს; დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის ასპირანტურა 1968 წელს.

1968 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტრონომიის კათედრაზე: სამეცნიერო ასისტენტად, 1976 წლიდან-უფროს მასწავლებლად, 1984 წლიდან-დოცენტად, 1998 წლიდან-კათედრის გამგედ, 2006 წლიდან მოწვეულ პროფესორად.

სამეცნიერო კვლევის სფეროა ასტროფიზიკა, კერძოდ, გამოსხივების გადატანის თეორია და ვარსკვლავთა სპექტრები. ააგო მილნ-ედინგტონის მოდელი თერმოდინამიკურად არაწონასწორული ფოტოსფეროებისათვის და გამოიყვანა ინტეგრალურ განტოლებათა სისტემები წყაროს ფუნქციებისათვის წყალბადის ხაზებში. შექმნა მზის პროტუბერანცის ოპტიკური ზომის გამოთვლის მეთოდი. ახსნა სპექტრული ხაზების პროფილთა ასიმეტრია, დაადგინა გამოსხივების გადატანის აღმწერ ფუნქციათა ასიმპტოტური სახე ბრტყელი და სფერული გარემოს ოპტიკური ზომების უსასრულო ზრდისას ხაზებში შთანთქმის კოეფიციენტის სხვადასხვა სახისა და გაბნევისას ფოტონის გადარჩენის ალბათობის რიგი მნიშვნელობებისათვის. ალბათური მეთოდით შეისწავლა ატომის აგზნების გავრცელების ხასიათი კონსერვატიულ გარემოში და მისი ყოფაქცევა გაბნევათა რიცხვის უსასრულობისკენ მისწრაფებისას, განიხილა გადატანის ინტეგრალური განტოლების რიცხვითი ამოხსნის დაჩქარების საკითხი შერჩეულ იტერაციათა გამოყენებით. მოღვაწეობს ასტრონომიული ტერმინოლოგიისა და ცოდნის ფორმირების ისტორიის, აგრეთვე ასტრობიოლოგიის სფეროში; ჩატარებული აქვს ძველქართული ლიტერატურული ძეგლების ასტრონომიული ანალიზი; 1993 წლიდან არის ყოველწლიური „ასტრონომიული კალენდრის“ პასუხისმგებელი რედაქტორი. წარმატებით მოღვაწეობს პოეზიაში. აქვს 800-მდე გამოქვეყნებული ნაწარმოები; გამოსცა კრებულები: „წყალვარდნილი“ (1997) და „ასი ლექსი“. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006).

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ცოდნა", წევრი
  • საქართველოს კოსმონავტიკის კომიტეტი, წევრი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1976 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასტრონომია და ცივილიზაცია (ავტორი). - თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000 ISBN: 99928-77-49-9
  • ასტრონომია ყველასათვის (ავტორი). - თბ., ინტელექტი, 2000 ISBN: 99940-22-96-2
  • წყალვარდნილი : ლექსები (ავტორი). - ქუთაისი, მოწამეთა, 1996
  • ზეცათა ლაბირინთებში : მეცნიერ-მხატვარი წიგნი ასტრონომიის დარგში (ავტორი). - თბ., ნაკადული, 1982.
  • სამყაროს საინტერესო ობიექტები (ავტორი). - თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1976.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2016, გვ. 271-272

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]