შალვა რატია
იერსახე
შალვა რატია (დ. 1906 — გ. 22 იანვარი, 1958, თბილისი) — ისტორიკოსი, სსრკ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, სსრკ ცენტრალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს სამეცნიერო-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელი.
არქიტექტურული ძეგლების შესწავლაზე მუშაობა დაიწყო 1932 წ. შუა აზიაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ახალი შენობების პროექტირებასა და მშენებლობებში. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში ასპირანტურაში სწავლის დროს, 1936-1940 წწ. თავისი საკანდიდატო დისერტაციის საკვლევ თემად აირჩია შუა აზიის ერთ-ერთი შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლი, ბიბი-ხანიმის მეჩეთი სამარყანდში.
მისი პროექტითა და ხელმძღვანელობით მოხერხდა მოსკოვის ნათლისღების მონასტრის რესტავრაცია.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სარესტავრაციო სამუშაოების პრაქტიკა. მოსკოვი. 1950
- ბიბი-ხანიმის მეჩეთი სამარყანდში. მოსკოვი. 1950[1] [2]
- დაიცავით არქიტექტურული ძეგლები. 1952[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Шалва Ратия — об авторе
- К генеалогии последних опытов реставраторов Каракалпакстана დაარქივებული 2022-06-30 საიტზე Wayback Machine.