შალვა ნუცუბიძის ქუჩა
იერსახე
შალვა ნუცუბიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი, ვაკის რაიონი |
უბანი | ვეძისი, დელისი |
შალვა ნუცუბიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში (ვეძისი, დელისი). სახლები ნომერი 1-77 და 2-52 მდებარეობს საბურთალოს რაიონში, ხოლო დანარჩენი ვაკის რაიონში. მოქცეულია სიმონ კანდელაკისა და ელიზბარ მინდელის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. 1969 წელს სიმონ კანდელაკის ქუჩის მონაკვეთს ეწოდა შალვა ნუცუბიძის სახელი. 70-იან წლებში დაიწყო მიმდებარე ფერდობების განაშენიანება (არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 131, ISBN 978-99928-20-35-3.