შინაარსზე გადასვლა

შალვა ინალ-იფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა ინალ-იფა
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1916(1916-10-20) ან 1914[1]
დაბ. ადგილი გუფი
გარდ. თარიღი 22 სექტემბერი, 1995(1995-09-22) ან 1995[1]
გარდ. ადგილი სოხუმი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
 საქართველო
აფხაზეთის რესპუბლიკა
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

შალვა დენისის ძე ინალ-იფა (აფხ. Шьалуа Иналиҧа) (დ. 20 ოქტომბერი, 1916 — გ. 22 სექტემბერი, 1995) — აფხაზი ეთნოგრაფი, ისტორიკოსი და ლიტერატურთმცოდნე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ინალ-იფას (ინალიშვილი) საგვარეულოს წარმომადგენელი. დაიბადა სოფელ გუფში, ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგი (ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი). 1941 წელს დაამთავრა აფხაზეთის მ. გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. ისტორიული მეცნიერების კანდიდატი (1948), სადისერტაციო თემა „Брачно-правовые нормы абхазов“. ისტორიული მეცნიერებების დოკტორი (1962), სადისერტაციო თემა — „Абхазы“. პროფესორი (1966). 1946 წლიდან მუშა­ობ­და აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში; 1958 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ისტორიისა და ეთნოგრაფიის — განყოფილების გამგე; 1968 წლიდან — დირექტორის მოადგილე. 1948 წლიდან მონაწილეობდა მრავალ საკავშირო და რეგიონულ სესიებსა და კონფერენციებზე, ასევე მსოფლიო კონგრესებზე (მოსკოვი, 1964; ჩიკაგო, 1973). 1980 წლიდან ის არის საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების აფხაზური საზოგადოების თავმჯდომარე.

გამოაქვეყნა 100-ზე მეტი ნაშრომი. მისი ძირითადი შრომები ეხება აფხაზთა ყოფისა და კულტურის პრობლემებს. უამრავმა მათგანმა გავლენა იქონია აფხაზი ხალხის ნაციონალური იდენტობის ფორმირებაზე.

როგორც ცნობილია პროფესორი ინალ-იფა აფხაზურ სეპარატისტულ ძალებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ის ითვლება სიმონ აშხაწავას (ნაშრომი: „Пути развития Абхазской истории“) ე.წ. „აფხაზური ისტორიოგრაფიის“სეპარატისტული იდეოლოგიის გამგრძელებლად. მას ეკუთვნის მონოგრაფია, რომელიც ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტური მასალის გარეშე გამოსცა. თავის ნაშრომში ის ამტკიცებდა:

ინალ-იფას ნაშრომის რედაქტორი იყო ეგვიპტოლოგი მიხეილ კოროსტოვცკი, რომელიც აღნიშნულ წიგნს აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის „ჭეშმარიტ ენციკლოპედიად“ მიიჩნევდა. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივნის, ტრაპეზნიკოვი ინალ-იფას წიგნის შეფასებისას, აღნიშნავდა, რომ მის გასაგებად ქართველ მეცნიერებს „ძალა არ შესწევდათ“. ინალ-იფას მონოგრაფიაზე საკუთარი დასკვნები წამოაყენეს მარიამ ლორთქიფანიძემ, ოთარ ჯაფარიძემ და სხვებმა, მაგრამ მათი პასუხი არ დაბეჭდილა, რადგან, როგორც ცნობილია, გამოქვეყნების წელს და მის შემდგომ ხანშიც ქართველ მეცნიერებს ეკრძალებოდათ ანტიქართული გამოხდომების მხილება. ნაშრომი გააკრიტიკეს ქართველმა, აფხაზმა და მათ შორის რუსკმა აკადემიკოსებმა (ზურაბ ანჩაბაძე, ზურაბ პაპასქირი, გიორგი ძიძარია, ხუხუტი ბღაჟბა, გიორგი შამბა და იური ვორონოვი). კრიტიკა უარყოფითად მიიღო აფხაზურმა სეპარატისტულმა მოძრაობამ, ვინაიდან ინალ-იფას ნაშრომებში აფხაზი სეპარატისტები პოულობდნენ ისტორიოგრაფიულ დასაბუთებას დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობისთვის.

ოკუპირებულ აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში ინალ-იფას სახელზე არსებობს ქუჩა (რომელიც ადრე კარლ მარქსის სახელს ატარებდა). ინალ-იფა ასევე გამოსახულია აფხაზეთის საფოსტო მარკაზე და ე. წ. „აფხაზეთის ბანკის“ მიერ გამოცემულ სამახსოვრო მონეტის აფსარის რევერსზე.

  • მეუღლე — მირა კონსტანტინეს ასული ხოტელაშვილი — ისტორიკოსი, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი.
  • იზორია ლევან, აფხაზური სეპარატისტული მოძრაობა (1945–1993 წწ.), თბილისი: ქართული უნივერსიტეტი, 2015.
  • სონღულაშვილი ავთანდილ, აფხაზი თუ აფსუა?, თბილისი: „უნივერსალი“, 2007.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Identifiants et RéférentielsABES, 2011.