შალვა ალხაზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი (დ. 27 მარტი, 1899, თბილისი — გ. 19 ივნისი, 1980, იქვე ) — ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასწავლებლობდა ქ. ახალქალაქსა და თბილისში. 1924 წელს „ფუტურისტ-ლეფელების“ ჯგუფის წევრი გახდა. ამავე წლიდან ალხაზიშვილის კრიტიკულ-თეორიული წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში (ჟურნალი „ლიტერატურა და სხვა“, „მნათობი“, „მემარცხენეობა“, „საბჭოთა ხელოვნება“). ალხაზიშვილი თანაავტორია კინოფილმების „საბა“ (1928, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) და „საკანი №79“ (1930, რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი) სცენარებისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]