შალბუზდაღი
იერსახე
| შალბუზდაღი | |
|---|---|
შალბუზდაღი | |
| კოორდინატები: 41°19′42″ ჩ. გ. 47°47′57″ ა. გ. / 41.32833° ჩ. გ. 47.79917° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შალბუზდაღი |
| სიმაღლე | 4142 მ |
| ქედი | გვერდითი ქედი |
შალბუზდაღი (ლეზ. Гъуцар Сув — „ღმერთების მთა“) — მწვერვალი რუსეთში, დაღესტანში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე. სიმაღლე 4142 მ. აღმართულია განცალკევებულად, პირამიდისებურად. აქვს დაკბილული მწვერვალი. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. შალბუზდაღის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება — სოფელი ყურუში, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2560 მ.