შალაურის ჯვარპატიოსნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შალაურის ჯვარპატიოსნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ შალაურის სამხრეთით 3 კილომეტრზე თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი ეკვრის. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვითაა და ნატეხი ქვით. ალაგ-ალაგ, გამოყენებულია შირიმიც. ეკლესია შეკეთებულია, თაღოვანი შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ასეთივე თითო სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზის ქვაა მიდგმული. მეორე ტრაპეზის ქვა აფსიდის ჩრდილოეთ მხართანაა. დარბაზის გრძივი კედლების შუაში მოწყობილია ერთსაფეხურიანი პილასტრები, რომელზეც კამარის საყრდენი, ოდნავ შეისრული მოყვანილობის თაღია გადაყვანილი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი, ოთხკუთხა ნიშაა. კედლებს, მთელ სიგრძეზე, გასდევს ჩამოსაჯდომი საფეხური. კედლები შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის გადამხურავ, შირიმის ქვაზე ჯვარია გამოსახული შენობა გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]