შალამანდილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალამანდილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  სალბი
სახეობა:  შალამანდილი
ლათინური სახელი
Salvia glutinosa L.

შალამანდილი (ლათ. Salvia glutinosa) — 40-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მეტწილად სწორია, მარტივი, ხშირად ფოთლების იღლიებში დამოკლებული ყლორტებია განვითარებული ან მეტ-ნაკლებად დატოტვილი. ყველა ფოთოლი ყუნწიანია, შუბის ან კვერცხისებური, კაშკაშა მწვანე ფერის, ორივე მხარეზე თხლად თეთრი ბეწვით შებუსული, საკმაოდ ჯირკვლოვანია. ყვავილები შეკრებილია მტევნისებურ, ზოგჯერ საგველასებურ ყვავილედებად. გვირგვინი ღია ყვითელი ფერისაა, ქვედა ტუჩი მოთეთრო ან მოწითალო მოხატულობისაა. იზრდება დაჩრდილულ ტყეებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ირანს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]