შაიიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაიიუ
კოორდინატები: 1°40′30″ ჩ. გ. 12°01′08″ ა. გ. / 1.67500° ჩ. გ. 12.01889° ა. გ. / 1.67500; 12.01889
ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
უმაღლესი წერტილი მილონდოს მთა
სიმაღლე 1020 
შაიიუ — გაბონი
შაიიუ

შაიიუ (ფრანგ. Massif du Chaillu) — ქედი, რომელიც გაწოლილია გაბონისა და კონგოს რესპუბლიკის სამხრეთში მდებარე სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. აგებულია დანალექი ქანებით. შაიიუს ყველაზე მაღალი მთაა — მილონდო (1020 მეტრი),[1][2] რომელიც ამავდროულად გაბონის უმაღლესი წერტილია. სხვა მთებიდან აღსანიშნავია: იბუნჯი (980 მ)[3] და მიმონგო (860 მ).

შაიიუზე სათავეს იღებს რამდენიმე მდინარე, ლუეტსის, ოგულუს, იკოის, ლოლოს, ლეკოკოს და ლებომბოს ჩათვლით. აქ დღემდეა შენარჩუნებული ხელუხლებელი ბუნება.

ქედს სახელი ეწოდა ფრანგი მკვლევრის პოლ დუ შაიიუს პატივსაცემად, რომელმაც ქედი აღწერა XIX საუკუნეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gardinier David. 1994. Historical Dictionary of Gabon 2nd Edition. USA: The Scarercrow Press, Inc

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]