მჭიშთა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან შავწყალა)
მჭიშთა | |
---|---|
სხვა სახელი | შავწყალა, მუწის წყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
ბზიფის ქედი 43°17′54″ ჩ. გ. 40°30′39″ ა. გ. / 43.298417° ჩ. გ. 40.510833° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 200 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 43°07′55″ ჩ. გ. 40°32′03″ ა. გ. / 43.132083° ჩ. გ. 40.534333° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 169 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,71 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
მჭიშთა, შავწყალა — კარსტული მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 169 კმ². სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 200 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ მუგუძირხვასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 7,71 მ³/წმ. იყენებენ შავწყლის საკალმახე მეურნეობის ტბორებისთვის.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა საუკუნეებში მას „მუწის წყალი“ ანუ მიწის წყალი ეწოდებოდა, რადგან დიდ მანძილზე მიწის ქვეშ მოედინება. მისი აფხაზური სახელწოდება – მჭიშთა და რუსული – ჩორნაია-რეჩკა (რუს. Чёрная речка) – შავწყალას ირიბ თარგმანს წარმოადგენს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 269.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზ. პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი, თბილისი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2021. — გვ. 29, ISBN 978-9941-25-969-2.