შავნისკარტა ტუკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავნისკარტა ტუკანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ramphastos vitellinus (Lichtenstein, 1823)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22726222

შავნისკარტა ტუკანი, ტუკანი-არიელი (ლათ. Ramphastos vitellinus) — ფრინველი ტუკანისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტყეებში; ტრინიდადიდან და კოლუმბიიდან ბრაზილიის ატლანტურ სანაპირომდე. მისი სხეულის სიგრძე დაახლ. 45 სმ-ს აღწევს, ნისკარტი 17 სმ-მდეა,[1] მასა 300—430 გრამს შეადგენს.[2] განსაკუთრებით ცვალებადი სახეობაა; ყველა გეოგრაფიული ფორმის საერთო მახასიათებელია შავი ნისკარტი, რომლის ფუძე ღია ფერისაა. კუდზედა მიდამოს შეფერილობა იცვლება თეთრიდან ყვითლამდე და წითლამდე, მკერდისა — შავიდან წითალმდე. ნომინალური ფორმას აქვს თეთრ-ყვითელი გულისპირი, მუქი თვალების გარშემო ცისფერი რგოლები, ნისკარტის ცისფერი ფუძე; იგი ბინადრობს ამაზონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთით — ამაზონის ქვემო წელამდე. უფრო ქვევით, მდინარის მეორე მხარეს, მას ცვლის მეორე ფორმა, რომელსაც ტუკანი-არიელი ეწოდება (ზოგჯერ თვლიან ცალკე სახეობად — R. ariel). მისი ნისკარტის ფუძე ყვითელი ან ნარინჯისფერია, გულისპირი ნარინჯისფერი, მკერდის ქვედა ნაწილი, კუდზედა მიდამო და კანი თვალის გარშემო წითელი, ფერადი გარსი ცისფერი. ძალიან მყვირალა ფრინველია, ხმა მაღალი, ძლიერი, წკავწკავისებრი ან ყიყინისებრია. იკვებება დიდი ზომის ნაყოფებით, ხშირად — ბანანით; ამის გარდა ჭამს ფეხსახსრიანებს, მოლუსკებს, ბუდიდან იტაცებს კვერცხებსა და ბატყებს, იჭერს მეხეურ ხვლიკებსა და ბაყაყებს. ცხოველურ საკვებს აგროვებს ტოტებისა და ფოთლების ზედაპირიდან, ნაპრალებიდან, შეუძლია ფუტურო მერქნის ამოტეხა.[1] ბუდობს ხის ფუღუროებში, დედალი დებს 2–4 კვერცხს. კარგად შინაურდება, ხშირად ჰყავთ ტყვეობაში (ცოცხლობს 50 წლამდე).[3]

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოიყოფა სამი ქვესახეობა:[4][5]

  • Ramphastos vitellinus culminatus (Gould, 1833) — თავდაპირველად აღიწერა როგორც ცალკე სახეობა, გვხვდება ამაზონის ზემო წელზე, დასავლეთ ვენესუელიდან ჩრდილოეთ ბოლივიამდე;
  • Ramphastos vitellinus vitellinus (Lichtenstein, 1823) — გვხვდება ვენესუელაში, გვიანაში, ჩრდილოეთ ბრაზილიაში, ტრინიდადზე;
  • Ramphastos vitellinus ariel (Vigors, 1826) — თავდაპირველად აღიწერა როგორც ცალკე სახეობა, გვხვდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ბრაზილიაში ამაზონის სამხრეთით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ЧЕРНОКЛЮВЫЙ ТУКАН, ТУКАН-АРИЕЛЬ — RHAMPHASTOS VITELLINUS. ЕДИНАЯ КОЛЛЕКЦИЯ ЦИФРОВЫХ ОБРАЗОВАТЕЛЬНЫХ РЕСУРСОВ. files.school-collection.edu.ru. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2020.
  2. South American Barbets. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-19. ციტირების თარიღი: 2007-08-19.
  3. ТУКАН ЧЕРНОКЛЮВЫЙ, ИЛИ АРИЭЛЬ. zoo-ekzo.ru. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2020.
  4. F. Gill & D. Donsker (Eds). (2019)Jacamars, puffbirds, toucans, barbets, honeyguides. IOC World Bird List (v 9.1). ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2020..
  5. „IOC World Bird List 6.4“. IOC World Bird List Datasets. doi:10.14344/ioc.ml.6.4.