შავლოხოვის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავლოხოვის კოშკი — არქიტერტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრითათაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ოთხკუთხა კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. კარი გაჭრილია მეორე სართულის დონეზე დასავლეთით. დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე შემორჩა ოთხი სართულის დონე. კოშკში შესვლა და აზომვა ვერ მოხერხდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004