რობერტ შავლაყაძე
რობერტ შავლაყაძე 1960 წელს | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | რობერტ მიხეილის ძე შავლაყაძე |
დაბ. თარიღი | 1 აპრილი, 1933 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 4 მარტი, 2020 (86 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი[1] |
სიმაღლე | 186 სმ |
წონა | 80 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სსრკ და საქართველო |
სახეობა | სიმაღლეზე ხტომა |
კლუბი | დინამო თბილისი |
მწვრთნელი | ბორის დიაჩკოვი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
რობერტ შავლაყაძე (დ. 1 აპრილი 1933, თბილისი — გ. 4 მარტი, 2020[2]) — ქართველი მძლეოსანი (სიმაღლეზე ხტომა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წელს დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებული (1957, 58, 59, 60, 61, 62, 63), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი — 217 სმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1988-93). პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სეოკის აღმასკომის წევრი. ლენინის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და სოკის ორდენის კავალერი.
1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ 3-ჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. ფინალში ჯერ 212 სმ დაძლია, შემდეგ 214 სმ, ჩემპიონობა კი 216 სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომით მოიპოვა.[3] საერთო ჯამში ოლიმპიური რეკორდი ფინალში მან, ვიცე-ჩემპიონმა ვალერი ბრუმელმა (სსრკ), ბრინჯაოს მედალოსანმა ჯონ თომასმა (აშშ) და მეოთხე ადგილზე გასულმა ვიქტორ ბოლშოვმა (სსრკ) დაამყარეს/გაიმეორეს.
1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა. მე-4 ადგილზე გასული სტიგ პეტერსონის (შვედეთი) მსგავსად, რობერტ შავლაყაძემაც 214 სმ დაძლია, თუმცა მეტი ცდით. 1977–1980 წლებში კონგოს მძლეოსანთა ნაკრებს წვრთნიდა. 1981–1993 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „რობერტ შავლაყაძე“.
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
მძლეოსნობა | ბელგრადი, იუგოსლავია | ევროპის ჩემპიონატი 1962 | |
რომი, იტალია | ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რობერტ შავლაყაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რობერტ შავლაყაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რობერტ შავლაყაძე — ქართული სპორტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://vz.ru/news/2020/3/4/1027157.html
- ↑ გარდაიცვალა ქართველი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რობერტ შავლაყაძე. პირველი არხი (4 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2020.
- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- თბილისში გარდაცვლილები
- დაბადებული 1 აპრილი
- დაბადებული 1933
- გარდაცვლილი 4 მარტი
- გარდაცვლილი 2020
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი სიმაღლეზე მხტომელები
- ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალრები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები