შავი ქათამი (ანიმაციური ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შავი ქათამი“
რეჟისორი იური ტროფიმოვი
კომპოზიტორი ალექსადრე რიბნიკოვი
სტუდია ეკრანი
პრემიერა 1975
ქვეყანა სსრკ, რუსეთი

შავი ქათამი (რუს. Чёрная курица) — საბჭოთა ანიმაციური ფილმი. გამოვიდა 1975 წელს.

ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ანტონი პოგორელსკის მოთხრობას „შავი ქათამი ანუ მიწისქვეშეთის მაცხოვრებლები“. ბიჭუნა ალიოშა, რომელიც პანსიონში სწავლობს, გადაარჩენს შავ ქათამს. ქათამი მას მიწისქვეშეთში წაიყვანს და აღმოჩნდება, რომ იქ მთელი სამყაროა, სადაც მომცრო კაცუნები ცხოვრობენ. მათი მეფე ალიოშას აძლევს მარცვალს, რომელიც ბიჭუნას გაკვეთილების სწავლაში ეხმარება. მაგრამ ერთხელ იგი კარგავს მარცვალს და როდესაც ჰკითხავენ, თუ რატომ იცოდა მანამდე ყველაფერი ასე კარგად, შემთხვევით გათქვამს მიწისქვეშეთის არსებობის საიდუმლოს. იმავე საღამოს მას ეწვევა ქათამი, კაცუნას სახით და ბორკილებით. გარდა სასჯელისა, აღმოჩნდება, რომ მთელი მიწისქვეშეთი აპირებს გადასახლებას. გადის დრო და ალიოშა საკუთარი ძალისხმევით უბრუნდება ბეჯითად სწავლას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]