შავი ტიტა (ფილმი)
| „შავი ტიტა“ | |
|---|---|
| დამდგმელი რეჟისორი | კრისტიან-ჟაკი |
| სცენარის ავტორი |
კრისტიან-ჟაკი, ანრი ჟანსონი მარჩელო ჩორჩოლინი |
| როლებში |
ალენ დელონი, ვირნა ლიზი |
| კომპოზიტორი | ჟერარ კალვი |
| გამოსვლის თარიღი | 1964 |
| ხანგრძლივობა | 110 წუთი |
| ქვეყანა |
|
| ენა | ფრანგული |
„შავი ტიტა“ (ფრანგ. La tulipe noire) — 1964 წლის ფრანგული სათავგადასავლო, კომედიური მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია კრისტიან-ჟაკი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმს ალექსანდრ დიუმას ამავე სახელწოდების ისტორიულ რომანთან (1850) არაფერი აქვს საერთო, გარდა სათაურისა. რომანიდან მხოლოდ რამდენიმე სახელია გამოყენებული და სიუჟეტი სულ სხვაგვარად ვითარდება.
საფრანგეთის რევოლუციის წინა პერიოდი. პროვინციული ქალაქი, სადაც იდუმალი და ლეგენდარული შავი ტიტა ხალხის სახელით იბრძვის. ეს არისტოკრატი გიიომ დე სენ-პრეა. იგი ორმაგ ცხოვრებას ეწევა. შავი ტიტა მხოლოდ მდიდარ არისტოკრატებს ძარცვავს, ამიტომ ადგილობრივი გლეხები მას გმირად თვლიან. ბარონი ლა მუში დარწმუნებულია, რომ გიიომი შავი ტიტაა. ტიტასთან შებრძოლებისას მას სახეს უზიანებს და იმედოვნებს, რომ ამით გიიომს გამოააშკარავებს.
გიიომი თავის ტყუპისცალ ძმას — ჟულიენს, სთხოვს დახმარებას. ჟულიენი გაცილებით ნაზი და იდეალისტია, ვიდრე მისი ძმა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, ჟულიენი შოკირებულია, როდესაც აღმოაჩენს, რომ გიიომი არისტოკრატებს ძარცვავს სიამოვნებისა და ფულის და არა პოლიტიკური მიზეზების გამო.
ჟულიენი შეუყვარდება გლეხის გოგონას, კაროლინას, რევოლუციონერი პლანტენის ქალიშვილს. კარო ეხმარება ჟულიენს, რომ უკეთესი მებრძოლი გახდეს.
ბარონი ლა მუში ჟიულიენს აპატიმრებს. გიიომი მას იხსნის, მაგრამ სანამ ჟიულიენი გაქცევას ახერხებს, მის ძმას იჭერენ და მალევე სიკვდილით სჯიან.
ჟიულიენი შავი ტიტა ხდება და სიტუაციის შესაბამისად იქცევა. ახლა ისეთივე კარგი მებრძოლია სამართლიანობისთვის, როგორც მისი ძმა იყო.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალენ დელონი — გიიომ დე სენ-პრე / ჟიულიენ დე სენ-პრე
- ვირნა ლიზი — კაროლინა (კარო)
- დოუნ ადამსი — მარკიზა კატრინ დე ვიგონი
- აკიმ ტამიროვი — მარკიზ დე ვიგონი
- ადოლფო მარსილიაკი — ბარონი ლა მუში
- ფრენსის ბლანში — პლანტენი
- რობერ მანუელი — თავადი დე გრაზიიაკი