შავი სიყვარული
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
შავი სიყვარული | |
---|---|
ჟანრი |
დრამა მელოდრამა |
სცენარი | ოზლემ ილმაზი, ბურჯუ გორგუნი |
რეჟისორი | ჰილალ სარალი |
მონაწილეობენ |
ნესლიჰან ათაგიული ბურაქ ოზჯივიტი ქაან ურგანჯიოღლუ მელისა ასლი ფამუქი ჰაზალ ფილიზ ქუჩუქკოსი ზერინ თექინდორი ნეშე ბაიქენთი რუზგარ აქსოი |
მთავარი თემა | შავი/უსასრულო სიყვარული |
კომპოზიტორ(ებ)ი | თოიგარ იშიქლი |
ქვეყანა | თურქეთი |
ენა | თუქრული |
სეზონი | 2 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | ქერემ ჩაათაი |
ადგილ(ებ)ი | სტამბოლი |
ხანგრძლივობა | 140 წუთი |
კომპანია | Ay Yapım |
პირველად ეთერში | 2015 წლის 14 ოქტომბერი |
რესურსები ინტერნეტში |
შავი სიყვარული — 2015 წლის თურქული სერიალი, რომელიც გადაღებულია „Ay Yapım“-ის მიერ, სადაც მთავარ როლს ასრულებენ ნესლიჰან ათაგიული, ბურაქ ოზჯივითი, ქაან ურგანჯიოღლუ და [მელისა ასლი ფამუქი.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქემალი არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს ღარიბ უბანში. მისი მამა ჰუსეინი არის დალაქი, ამიტომაც მის დედას ფეჰიმეს სურს, რომ უფროსმა შვილმა თარიქმა და უმცროსმა შვილმა ზეინეპმა იცხოვრონ ბედნიერად. ნიჰანი არის გოგონა, რომელიც ქემალისაგან განსხვავებით ზღაპრულად ცხოვრობს სტამბოლის უმდიდრეს უბანში, თუმცა მისი ღირებულებები შორსა იმ სამყაროსგან სადაც ის ცხოვრობს. მას ჰყავს ტყუპი ძმა ოზანი, ნიჰანს ძალიან უყვარს მამა, ონდერი რომელიც ყოველთვის უსმენს შვილს, მისი დედის ვილდანისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და სურს მისი ქალიშვილი ცოლად გაჰყვეს ემირს. ნიჰანმა და ქემალმა ერთმანეთი ავტობუსში გაიცნეს, სადაც ნიჰანმა ქემალი დახატა. ერთი თვის შემდეგ ქემალი ნიჰანის ნახატს სავაჭრო ცენტრში ნახავს, ნიჰანს კი დაბადების დღე აქვს. წვეულების მიმდინარეობის დროს ემირი ეჭვიანობას იწყებს ბიჭზე, რომელსაც ნიჰანი ეცეკვებოდა, ნიჰანი გაბრაზებული ტოვებს წვეულებას, მიდის იახტაზე და წასვლას ცდილობს, მაშინ როდესაც ფეხი თოკში გაეჭედება და წყალში გადავარდება. მოულოდნელად ქემალი მას დახრჩობისგან გადარჩენს და დაიწყება მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც თითქმის ყველა დაბრკოლებას გადალახავს.
ერთ დღეს ემირი განახორციელებს გეგმას, ნიჰანის ძმას ოზანს მოაკვლევინებს გოგონას და ეს გახდება მიზეზი თუ რის გამოც ნიჰანი ემირის ცოლობას დასთანხმდება. მომდევნო დღეს ქემალი იმავე ინიციატივით გამოდის ნიჰანთან, თუმცა ნიჰანისგან ის უარს იღებს. ქემალი დეპრესიაშია და გადაწყვიტავს საცხოვრებლად გადავიდეს ქვეყნის მეორე ბოლოში. 4 წლის შემდეგ ქემალი აფეთქებაში მოჰყვვება და გადარჩენს საინჟინროს მენეჯერს ჰაკის, რომელიც შემდეგ მისი პარტნიორი გახდება. 1 წლის შემდეგ ქემალი ბრუნდება ქალაქში, სადაც ემირის კონკურენტი გახდება, ქემალს უკვე აღარ სჯერა სასწაულების, განსაკუთრებით კი სიყვარულის. სწორედ 5 წლის შემდეგ ნიჰანისა და ქემალის გზები კვლავ გადაიკვეთება, რა მოხდება მაშინ როდესაც ორ ახალგაზრდა ადამიანს, ამ ორი განსხვავებული სამყაროდან, ერთმანეთი შეუყვარდებათ?
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი გმირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნესლიჰან ათაგიული — ნიჰან სეზინი. ემირის ცოლი. ქემალის ყოფილი შეყვარებული. მხიარული,სიცოცხლით სავსე და საყვარელი გოგონა, რომელიც გაიზარდა მდიდარ ოჯახში, მისი ღირებულებები შორსაა იმ სამყაროსგან სადაც ის ცხოვრობს
- ბურაკ ოზჯივიტი — ქემალ სოიდერე. პატიოსანი ბიჭი, ღარიბული უბნიდან. ქემალის ერთადერთი მიზანია სიცოცხლე და გადარჩენა. სიგიჟემდე უყვარს ნიჰანი
- ემირ კოზჯუოღლუ — ქაან ურგანჯიოღლუ, ეგოისტი, საკუთარ თავზე შეყვარებული კაცი. უმდიდრესი ოჯახის შვილი, ნიჰანის სიყვარულით არის შეპყრობილი. ქემალის მოსისხლე მტერი.
- ზერინ თექინდორი — ლეილა აჯემზადე. ქალი რომელიც მარტო ცხოვრობს დიდ ვილაში. ქემალი მისთვის შვილი და მეგობარია. ნიჰანის დეიდა.
- მელისა ასლი ფამუქი — ასუ ალაჯაჰანი. ჰაკის დისშვილი. ლამაზი გოგონა, რომელიც ქემალის მარჯვენა ხელი და მისი უფროსია, მისი მთავარი მიზანია ქემალს გაჰყვეს ცოლად.
- ჰაზალ ფილიზ ქუჩუქკოსი — ზეინეპ სოიდერე. ქემალის უმცორსი და ამბიციური და ეშმაკი გოგო, რომელიც ერთდროულად ოზანის ცოლი და ემირის საყვარელია.