შავი ავაზა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შავი პანტერა (ფილმი))
Jump to navigation Jump to search
შავი ავაზა
რეჟისორი რაიან კუგლერი
პროდიუსერი კევინ ფაიგი
სცენარის ავტორი
  • რაიან კუგლერი
  • ჯო რობერტ კოული
ეფუძნება სტენ ლი და ჯეკ კირბიშავი ავაზა
როლებში
მუსიკა ლუდვიგ იორანსონი
ოპერატორი რეიჩელ მორისონი
მწარმოებელი კომპანია Marvel Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 134 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[1][2]
შემოსავალი 1.347 მილიონი აშშ დოლარი[3]

შავი ავაზა (ინგლ. Black Panther) — 2018 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, დაფუძნებული Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე, რომელიც აწარმოა Marvel Studios-მა, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Walt Disney Studios Motion Pictures-მა. იგი არის Marvel-ის კინოსამყაროს რიგით მე-19 ფილმი. რეჟისორია რაიან კუგლერი, რომელიც ჯო რობერტ კოულთან ერთად ფილმის სცენარისტიცაა. მონაწილეობენ: ჩედვიკ ბოუზმანი, მაიკლ ბაკარი ჯორდანი, ლუპიტა ნიონგ’ო, დანაი გურირა, მარტინ ფრიმენი, დენიელ კულუია, ლეტიშა რაიტი, უინსტონ დიუკი, ანჯელა ბასეტი, ფორესტ უიტეკერი და ენდი სერკისი.

1992 წელს ფილმზე მუშაობის სურვილი უესლი სნაიპსმა გამოთქვა,[4] მაგრამ პროექტის შექმნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2005 წლის დეკემბერში Marvel Studios-მა „შავი ავაზა“ იმ ათ ფილმის სიაში შეიყვანა, რომელიც უნდა ეწარმოებინა,[5] ხოლო დისტრიბუცია გაეწია Paramount Pictures-ს. 2011 წელს სცენარისტად აიყვანეს მარკ ბეილი,[6] ხოლო ფილმი ოფიციალურად დაანონსდა 2014 წელს, სადაც მთავარ როლს შეასრულებდა ჩედვიკ ბოუზმანი,[7][8] რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომში“.[8] 2016 წელს დაიქირავეს კოული და კუგლერი. „შავი ავაზა“ Marvel-ის პირველი ფილმია, სადაც მსახიობთა და გადამღებთა ჯგუფის წევრების უმეტესი ნაწილი შავკანიანებისაგან შედგება. გადაღებები დაიწყო 2017 წლის იანვარში[9] და მიმდინარეობდა ატლანტასა (ჯორჯიის შტატი) და პუსანში (სამხრეთი კორეა).

პრემიერა გაიმართა 2018 წლის 29 იანვარს Dolby Theatre-ში, ლოს-ანჯელესში.[10] აშშ-ის თეატრებში გამოვიდა იმავე წლის 16 თებერვალს[11] 2D, 3D, IMAX[12] და სხვა ფორმატებში. იგი დადებითად შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა, რომელთაც შეაქეს რეჟისურა, სცენარი, მსახიობთა შესრულება (ძირითადად ბოუზმანის, ჯორდანისა და რაიტის), კოსტუმების დიზაინი და საუნდტრეკი. კრიტიკოსთა უმეტესობამ „შავი ავაზა“ მარველის კინოსამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა და აღნიშნეს მისი კულტურული მნიშვნელობა. ამერიკის კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა საბჭომ და ამერიკის კინოინსტიტუტმა „შავი ავაზა“ 2018 წლის 10 საკუთესო ფილმთა შორის დაასახელეს.[13][14] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 97%.[15] ფილმს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, რომლის შემოსავალმა 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და დაამხო მანამდე არსებული უამრავი რეკორდი. იგი გახდა წლის მეორე ყველაზე შემოსვალიანი და ყველა დროის მეექვსე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.

ფილმმა მიიღო რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის ოსკარის სამი ჯილდო: საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა და საუკეთესო მხატვრული გაფორმება.[16] „შავი ავაზა“ ერთადერთი სუპერგმირული ფილმია, რომელსაც მიღებული აქვს ნომინაცია ოსკარი საუკეთესო სურათისთვის. აგრეთვე მიიღო კინომსახიობთა გილდიის 2 ჯილდო,[17] ოქროს გლობუსის 3[18] და Critics’ Choice Movie Awards-ის 12 ნომინაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Setoodeh, Ramin. (5 თებერვალი, 2018) Chadwick Boseman and Ryan Coogler on How 'Black Panther' Makes History. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 თებერვალი, 2018. წაკითხვის თარიღი: 6 თებერვალი, 2018.
  2. D'Alessandro, Anthony. (4 აპრილი, 2019) ‘Black Panther’ Goes From Tentpole To Cultural Milestone: No. 2 In 2018 Most Valuable Blockbuster Tournament. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 აპრილი, 2019. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2019.
  3. Black Panther (2018). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 15 ოქტომბერი, 2018.
  4. Carr, Jay. “Can penguin cones be far behind?“, Boston Globe, 21 ივნისი, 1992. 
  5. Marvel Making Movies“, IGN, 6 სექტემბერი, 2005. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 ოქტომბერი, 2012. 
  6. Kit, Borys. (20 იანვარი, 2011) 'Black Panther' Back in Development at Marvel. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 მაისი, 2013. წაკითხვის თარიღი: 21 იანვარი, 2011.
  7. Siegel, Lucas. (28 ოქტომბერი, 2014) Marvel Announces Black Panther, Captain Marvel, Inhumans, Avengers: Infinity War Films, Cap & Thor 3 Subtitles. Newsarama. დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 ოქტომბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 28 ოქტომბერი, 2014.
  8. 8.0 8.1 Strom, Marc. (28 ოქტომბერი, 2014) Chadwick Boseman to Star in Marvel's Black Panther. Marvel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 ოქტომბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 28 ოქოტმბერი, 2014.
  9. Wilding, Josh. (21 იანვარი, 2017) Martin Freeman, Chadwick Boseman And More Spotted on Black Panther Set. We Got This Covered. დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 იანვარი, 2017. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2017.
  10. Rahman, Abid. (29 იანვარი, 2018) 'Black Panther': First Reactions From the Premiere. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 იანვარი, 2018. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  11. Strom, Marc. (8 ოქტომბერი, 2015) Marvel Studios Phase 3 Update. Marvel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 ოქტომბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი, 2015.
  12. D'Alessandro, Anthony. (20 თებერვალი, 2018) 'Black Panther' Goes Wild: At $242M Superhero Owns 2nd Best 4-Day Opening & Defeats 'Last Jedi' – Update. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 თებერვალი, 2018. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი, 2018.
  13. Tapley, Kristopher. (27 ნოემბერი, 2018) National Board of Review Names 'Green Book' Best Film of 2018. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 თებერვალი, 2018. წაკითხვის თარიღი: 28 ნოემბერი, 2018.
  14. Hammond, Peter; Hipes, Patrick. AFI Awards 2018 Movies: 'Black Panther', 'A Star Is Born' & More; 'Roma' Scores Special Honor. Deadline Hollywood (4 დეკემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 დეკემბერი, 2018. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2018.
  15. Black Panther (2018). Rotten Tomatoes. andango. წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2019.
  16. Oscar Winners 2019: The Complete List. Variety (23ბერვალი თე, 2019). წაკითხვის თარიღი: 23 თებერვალი, 2019.
  17. SAG Awards Winners: Complete List (27 იანვარი, 2019). წაკითხვის თარიღი: 27 იანვარი, 2019.
  18. Golden Globe Nominations: Complete List. Variety (6 დეკემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 დეკემბერი, 2018. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2018.