შავი ობელისკი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შავი ობელისკი“
Der schwarze Obelisk

პირველი გამოცემა, 1954
ავტორი ერიხ მარია რემარკი
ქვეყანა გერმანია
ენა გერმანული
ჟანრი რომანი
გამომცემელი Kiepenheuer & Witsch
გამოცემის თარიღი 1954
გვერდი 483

შავი ობელისკი (გერმ. Der schwarze Obelisk) 一 გერმანელი ავტორის, ერიხ მარია რემარკის რიგით მეთერთმეტე რომანი, რომელიც, თავდაპირველად, 1956 წელს გამოქვეყნდა.[1] ნაწარმოები ასახავს 1920-იანი წლების დასაწყისში არსებულ, ჰიპერინფლაციისა და მზარდი ნაციონალიზმის ფონზე მყოფ, გერმანიის მძიმე სურათს.

ნაწარმოების პროტაგონისტი ოცდაათი წლის მამაკაცი ლუდვიგია და, ისევე, როგორც მისი მეგობრების უმეტესობა, ის პირველი მსოფლიო ომის ვეტერანია. მიუხედავად იმისა, რომ მის მოწოდებას ლიტერატურა წარმოადგენს და პოეზიისკენ მიისწრაფვის, ის საკუთარი მეგობრის, გეორგის საფლავის ქვების ფირმაში საქმდება. ის ცდილობს, დამატებითი ჯამაგირი რეპეტიტორად მუშაობითა და ადგილობრივი ფსიქიატრიულის ეკლესიაში ორღანზე დაკვრით გამოიმუშაოს. აქტივობათა ამ მრავალფეროვნების წყალობით, ლუდვიგი ურთიერთობას ამყარებს საკუთარ ქალაქსა და მიმდებარე დასახლებებში არსებულ გერმანულ მოსახლეობასთან. ამ ინტერაქციათა ფონზე ვეცნობით იმ ძირითად ნიშნებს, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, მაგალითად ბიზნესმენთა ნაწილი ცდილობს ძველი პრინციპების დაცვასა და გაკოტრებას, ნაწილი სპეკულირებს აქციებზე, იყენებს არსებულ სისტემას და მდიდრდება კონტრაბანდული, ავანტიურული გზებით. გარდა ამისა, ვეცნობით ომის ვეტერანებს, ზოგი უაღრესად აკრიტიკებს იმ ძველ, ომამდელ ტენდენციებს, რომელმაც ისინი წარუმატებელი ომის მომსწრე გახადა, ზოგი კი, პირიქით, მისტიროდა ძველ სამხედრო წესრიგს და გადაიქცა ნაციონალისტად, მათი ამ იდეოლოგიით ჩამოყალიბება კი ადოლფ ჰიტლერის აღმავლობის ფონზე უფრო და უფრო ძლიერდებოდა.[2]

რომანში დიდი ადგილი ეთმობა პერსონაჟის ქალებთან ურთიერთობას. ორი ქალბატონი ტოვებს ლუდვიგს მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია გახდეს იმ სამყაროს ნაწილი, რომელშიც სიხარბე და ფული მეფობს. მან „სუფთად“ დარჩენა არჩია, რადგან ის საკუთარი იდეალებისგან განსხვავებული ცხოვრების წესით ვერ იცხოვრებდა. მესამე ქალი, რომელიც, ალბათ, ყველაზე გარდამტეხ ფიგურას წარმოადგენდა მთავარი გმირისთვის, არის ჟენევიევ ტერჰოვენი, რომელსაც ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შეხვდება. მას შიზოფრენია სჭირდა, სწორედ ეს იყო მისი აქ ყოფნის მიზეზი, უმეტესად კი ის საკუთარ თავს აღიქვამდა არა როგორც ჟენევიევს, არამედ მოიხსენიებდა საკუთარ თავს სახელით „ისაბელა“. ლუდვიგი უფრო და უფრო ხდება მასზე დამოკიდებული, მის მიმართ ძლიერ მიჯაჭვულობას გრძნობს და სწორედ მასთან აკავშირებს „სუფთა სიყვარული“, რადგან, მისი აზრით, ჟენევიევი სამყაროს განსხვავებულად ხედავდა.[3]

სტრიქონს წიგნიდან, „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მრავლის კი 一 სტატისტიკა“, რომელიც თავდაპირველად სწორედ ამ რომანში გამოჩნდა, ხშირად, შეცდომით, მიაწერენ საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სახელს.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]
  2. https://web.archive.org/web/20041103063419/http://gajos.org/books/reviews/blackObelisk-page
  3. https://web.archive.org/web/20041103063419/http://gajos.org/books/reviews/blackObelisk-page
  4. https://en.wikipedia.org/wiki/The_Black_Obelisk