შავი კუკლუქსკლანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შავი კუკლუქსკლანელი

ფილმის პოსტერი
რეჟისორი სპაიკ ლი
პროდიუსერი სპაიკ ლი
რეიმონდ მენსფილდი
შაუნ რედიკი
შონ მაკიტრიკი
ჯეისონ ბლუმი
ჯორდან პილი
სცენარის ავტორი ჩარლი ვახტელი
დევიდ რობინოვიჩი
კევინ უილმოტი
სპაიკ ლი
როლებში ჯონ დევიდ ვაშინგტონი
ადამ დრაივერი
ლორა ჰარიერი
ტოფერ გრეისი
კომპოზიტორი ტერენს ბლანშარი
მწარმოებელი კომპანია Monkeypaw Productions
Monkeypaw Productions
QC Entertainment
40 Acres and a Mule Filmworks
Legendary Entertainment
Perfect World Pictures
დისტრიბუტორი Focus Features
გამოსვლის თარიღი 14 მაისი, 2018 (კანის კინოფესტივალი)
10 აგვისტო, 2018 (აშშ)
ხანგრძლივობა 135 წთ.[1]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარი[2]
შემოსავალი 90,9 მილიონი დოლარი[2]

„შავი კუკლუქსკლანელი“ (ინგლ. BlacKkKlansman) — 2018 წლის ამერიკული ბიოგრაფიული კრიმინალური ფილმი, რომლის რეჟისორია სპაიკ ლი. სცენარი ფილმისთვის დაწერეს ჩარლი ვახტელმა, დევიდ რობინოვიჩმა, კევინ უილმოტმა და სპაიკ ლიმ. დაფუძნებულია რონ სტალვორთის 2014 წლის ავტობიოგრაფიულ რომანზე „შავი კლანსმენი“. ფილმში მონაწილეობენ: ჯონ დევიდ ვაშინგტონი, ადამ დრაივერი, ლორა ჰარიერი და ტოფერ გრეისი. ფილმის მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში კოლორადო-სპრინგზში; სიუჟეტის ცენტშია პირველი აფრო-ამერიკელი დეტექტივი რონ სტალვორთი კოლორადო-სპრინგზის პოლიციის დეპარტამენტიდან, რომელიც ამხელს და გამოააშკარავებს კუ-კლუქს-კლანის ადგილობრივ ფილიალს.

ფილმის პროდიუსერები არიან: სპაიკ ლი, რეიმონდ მენსფილდი, შაუნ რედიკი, შონ მაკიტრიკი, ჯეისონ ბლუმი და ჯორდან პილი. პროდიუსერმა შონ რედიკმა შეიძინა უფლებები წიგნზე ფილმისთვის 2015 წელს, ხოლო სპაიკ ლი ფილმის რეჟისორად დაინიშნა 2017 წლის სექტემბერში. მსახიობთა დიდი ნაწილი ფილმს შეუერთდა მომდევნო თვეს და გადაღებები დაიწყო ნიუ-იორკის შტატში. „შავი კუკლუქსკლანელის“ პრემიერა შედგა 2018 წლის 14 მაისს კანის კინოფესტივალზე,[1][3] სადაც მოიპოვა გრან-პრი.[4] აშშ-ში ფილმის პრემიერა გაიმართა 2018 წლის 10 აგვისტოს და დაემთხვა გაერთიანებული მემარჯვენეების „თეთრების უპირატესობის“ პირველ წლისთავს.[5] ფილმმა კრიტიკოსების მაღალი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით ვაშინგტონისა და დრაივერის თამაშის გამო.

ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე ფილმი 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის: საუკეთესო სურათისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის, საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და საუკეთესო მონტაჟისთვის. ოსკარი მოიპოვა კატეგორიაში საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.[6] „შავი კუკლუქსკლანელი“ ამერიკის კინოინსტიტუტმა 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმთა შორის დაასახელა.[7] ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოებაზე ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო დრამისთვის.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The 2018 Official Selection. Cannes Film Festival (April 12, 2018). წაკითხვის თარიღი: April 12, 2018.
  2. 2.0 2.1 BlacKkKlansman (2018). IMDb. წაკითხვის თარიღი: March 3, 2019.
  3. Debruge, Peter; Keslassy, Elsa. Cannes Lineup Includes New Films From Spike Lee, Jean-Luc Godard. Variety. Penske Business Media (April 12, 2018). წაკითხვის თარიღი: April 12, 2018.
  4. Debruge, Peter. (May 19, 2018) Japanese Director Hirokazu Kore-eda's 'Shoplifters' Wins Palme d'Or at Cannes. Penske Business Media. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2018
  5. Ordona, Michael. (February 8, 2019) 'BlacKkKlansman': Spike Lee discusses why he changed the original ending. წაკითხვის თარიღი: February 10, 2019
  6. Oscars 2019: The nominees in full (January 22, 2019). წაკითხვის თარიღი: February 9, 2019.
  7. 'Black Panther,' 'A Quiet Place,' 'Atlanta' and More Selected for AFI Awards“, Variety, December 4, 2018. წაკითხვის თარიღი: December 5, 2018. 
  8. Staff. (December 6, 2018) 'Vice,' 'The Assassination of Gianni Versace' lead 2019 Golden Globe nominations. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან - December 6, 2018. წაკითხვის თარიღი: December 6, 2018.