შავი კატა, თეთრი კატა
შავი კატა, თეთრი კატა (სერბ. Црна мачка, бели мачор, ლათ. : Crna mačka, beli mačor) — 1998 წლის სერბული რომანტიკული შავი კომედია, რეჟისორი — ემირ კუსტურიცა. მან ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის ლომი მოიპოვა.
ფილმის პერსონაჟები საუბრობენ ბოშურ, სერბულ და ბულგარულ ენებზე.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატკო დესტანოვი, ბოშა კონტრაბანდისტი და მოგების მაძიებელი, ცხოვრობს თავის თინეიჯერ ვაჟ ზარესთან ერთად დანგრეულ სახლში მდინარე დუნაის პირას, აღმოსავლეთ სერბეთში, ბულგარეთის საზღვართან ახლოს. გეგმავს, მოიპაროს კონტრაბანდული საწვავით სავსე მთელი მატარებელი. საქმის შესასრულებლად საჭირო თანხის სასესხებლად, ის სტუმრობს გრგა პიტიჩს, ეტლს მიჯაჭვულ ძველ განგსტერს, რომელიც ზარიე დესტანოვის, მატკოს მამისა და ზარეს პაპის, ძველი მეგობარია. მატკო საქმის დეტალებს გეგმავს დადანთან ერთად, მდიდარ, მხიარულ, გაქნილ, ნარკოტიკების მომხმარებელ განგსტერთან, რომელსაც ჰარამხანა ჰყავს, იარაღით და აზარტული თამაშებით ერთობა. თუმცა, დადანი ღალატობს მას და საქმეს აფუჭებს: მატკოს აძლევს მოწამლულ სასმელს და მატკოს უგონო მდგომარეობაში ყოფნისას საქმეს თვითონ ასრულებს. მატკო ვერ იხდის სესხს, ამიტომ დადანი შემდეგ გარიგებას სთავაზობს: ის აპატიებს ვალს, თუ ზარე დაქორწინდება აფროდიტაზე, დადანის ჯუჯა დაზე. თუმცა, ზარე (17 წლის) შეყვარებულია იდაზე (26 წლის), ბარმენ გოგონაზე, რომელიც მუშაობს იდას ბოშა ბებია სუიკას დაწესებულებაში, და აფროდიტა ელოდება თავისი ოცნების მამაკაცს. დადანი აიძულებს აფროდიტას, დაქორწინდეს, ხოლო ზარე პირველად შეიტყობს მისი დაქორწინების სქემის შესახებ იდასგან, რომელმაც რესტორანში, სადაც მუშაობს, მოისმინა დადანისა და მატკოს საუბარი. ამასობაში, ზარე ბოშების ჯგუფის დახმარებით გამოიყვანს ზარიეს საავადმყოფოდან, სადაც ის იმყოფებოდა. გრგა პიტიჩს თავისი პრობლემები აქვს, რადგან სურს, მისი შვილიშვილები, მათ შორის ორმეტრიანი გოლიათი გრგა ველიკი, დაქორწინდნენ.
ისინი უხალისოდ უძლებენ საქორწინო ცერემონიას მატკოს სახლში. ცერემონიის გადადებაზე დადანი უარს ამბობს, მიუხედავად ზარიეს მოულოდნელი გარდაცვალებისა. მათ არ უნდა ჰქონოდათ ქორწილი გლოვის პერიოდში, მაგრამ დადანი გადაწყვეტს, სიკვდილის შესახებ განცხადება გადადოს, ამიტომ მატკო და ზარე მალავენ ზარიეს სხეულს სხვენზე, ყინულში შეფუთულს. იდა და სუიკა ამზადებენ საკვებს ქორწილისთვის, და იდა დაღონებულია იმის დანახვით, რომ მისი საყვარელი სხვაზე ქორწინდება. თუმცა, პატარძალი გარბის ცერემონიისას, მას მისდევენ დადანი, მატკო და დადანის კრიმინალი ამფსონები. ამასობაში, გრგა ველიკი მამამისსა და ძმას მიჰყავს მატკოს სახლისკენ, რათა მოინახულონ ზარიეს საფლავი (გრგა პიტიჩი და ზარიე ძველი მეგობრები არიან). გაქცეული პატარძალი შემთხვევით გადააწყდება გრგა ველიკის, და წყვილს მაშინვე შეუყვარდება ერთმანეთი. გრგა პიტიჩი გამოჩნდება სცენაზე მას შემდეგ, რაც მისი ეტლი სატვირთო მანქანიდან გადმოვარდება და დაღმართზე დაგორდება, და აღფრთოვანებულია, რომ გრგა ველიკმა იპოვა თავისი მეორე ნახევარი. ძველი განგსტერი აიძულებს დადანს, რომელიც ოდესღაც მასთან მუშაობდა, დაეთანხმოს ამ წყვილს.
სიძე სუიკასთან და იდასთან ერთად შეთქმულებას აწყობს დადანის ჩამოსაგდებად და აწყობს საპირფარეშოს ისე, რომ სკამი დაიშალოს. მაშინ, როცა აფროდიტასა და გრგა ველიკის საქორწინო ცერემონიის მზადება მიმდინარეობს, მატკო და დადანი დროს ატარებენ კამათლის თამაშით, სადაც დადანი ატყუებს. სუიკა შემოდის თამაშის დროს და დადანს უნებლიეთ სთავაზობს სასმელს, რომელსაც საფაღარათო საშუალებას უმატებს. გრგა პიტიჩი თითქოს კვდება, და დადანი და მატკო მის სხეულს მალავენ სხვენზე, სადაც ზარიეს სხეულიც არის დამალული. თუმცა, მალე ორივე გვამი ცოცხლდება — ისინი არ იყვნენ მკვდრები. გაოცებულები არიან ერთად აღმოჩენით, რადგან მათ 25 წლის განმავლობაში არ უნახავთ ერთმანეთი და თითოეულს ეგონა, რომ მეორე მკვდარი იყო. ცერემონიის დროს დადანი თავს უხერხულად გრძნობს და გარბის საპირფარეშოსკენ, მაგრამ ნაკელში ვარდება. ჰარამხანა და ამფსონები მიატოვებენ, მხოლოდ მატკო რჩება ერთგული და სთავაზობს მას შხაპს ბაღის შლანგიდან. ზარე ხელში აიყვანს ქორწილის მოხელეს იარაღის მუქარით და აიძულებს, ოფიციალურად დააქორწინოს თავის საყვარელზე, იდაზე. ორივე მიცურავს ნავით ბულგარეთისკენ, ფულით სავსე ხელით, რომელიც პაპის აკორდეონშია გადამალული, თავიანთი პაპების კურთხევით და მოწმეებით — შავი კატითა და თეთრი კატით.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაირამ სევერჯანი - მატკო დესტანოვი
- სრჯან ტოდოროვიჩი - დადან კარამბოლო
- ბრანკა კატიჩი - იდა
- ფლორიან აიდინი - ზარე დესტანოვი
- ლიუბიცა აჯოვიჩი - სუიკა
- ზაბიტ მემედოვი - ზარიე დესტანოვი
- საბრი სულეიმანი - გრგა პიტიჩი
- იასარ დესტანი - გრგა ველიკილი
- სალია იბრაიმოვა - აფროდიტა
- სტოიან სოტიროვი - ბულგარელი საბაჟოს ოფიცერი
- პრედრაგ ლაკოვიჩი - მღვდელი
- მიკი მანოილოვიჩი - მღვდელი
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავისი წინა ნამუშევრის, ოქროს პალმის რტოს მფლობელი „მიწისქვეშეთის“ მსოფლიო წარმატებისა და კონტროვერსიის შემდეგ, კუსტურიცა იმდენად შეწუხებული იყო რამდენიმე ფრანგი ინტელექტუალის აგრესიული კრიტიკით, რომ საჯაროდ განაცხადა კინოდან წასვლის შესახებ 41 წლის ასაკში.
მოგვიანებით მან შეიცვალა აზრი და გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო ბოშური მუსიკის პროექტით, რომელიც თავდაპირველად დოკუმენტურ ფილმად წარმოიდგინა სამუშაო სათაურით „მუსიკა აკრობატიკა“. იდეა შემდგომ განვითარდა და კუსტურიცამ გადაწყვიტა, დაემატებინა საკუთარი ნარატიული ელემენტები, ამგვარად „მუსიკა აკრობატიკა“ გარდაიქმნა მხატვრულ ფილმად „შავი კატა, თეთრი კატა“.
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„შავი კატა, თეთრი კატა“ დადებითად შეფასდა კრიტიკოსების მიერ, მიიღო 83% რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე 35 მიმოხილვის საფუძველზე, საშუალო ქულით 7.1/10.[1] The site’s critics consensus reads, "Rambling and eccentric, Emir Kusturica's comedy captures the life and energy of the Gypsy family at the heart of the tale."[1] საიტის კრიტიკოსები ერთხმად ამობენ: „მოუწესრიგებელი და ექსცენტრიკული ემირ კუსტურიცას კომედია ასახავს ბოშათა ოჯახის ცხოვრებასა და ენერგიას, რომელიც ამბის გულს წარმოადგენს.“ [1] The site’s critics consensus reads, "Rambling and eccentric, Emir Kusturica's comedy captures the life and energy of the Gypsy family at the heart of the tale."[1]
ჯენეტ მასლინმა ნიუ იორკ თაიმსში დადებითი მიმოხილვა დაწერა, ფილმი მოიხსენია, როგორც „გიჟური რბოლა კუსტურიცას ფელინისეულ წარმოსახვით სამყაროში“. მან ასევე შეაქო სრჯან თოდოროვიჩის დადან კარამბოლოს როლისთვის, და დაასკვნა, რომ „კუსტურიცა აშკარად აღმერთებს ფილმის ყველა სხვა პერსონაჟს, რის გამოც „შავი კატა, თეთრი კატა“ ხდება მათი ცხოვრების ველური, დეფექტებიანი ზეიმი, და როგორც ფელინი, კუსტურიცაც პოულობს ჭეშმარიტ სიმშვენიერეს იქ, სადაც ის ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი და ქმნის ფილმებს კომპრომისების გარეშე, სრულად საკუთარი ხედვით“.[2]
ზოგადად დადებით მიმოხილვაში, ჯ. ჰობერმანი ვილიჯ ვოისიდან ფილმს უწოდებს „გამბედავ კინოწარმოებას ნებისმიერი ობიექტური სტანდარტით“ და ასკვნის, რომ „შავი კატა, თეთრი კატა“ მიზნად ისახავს ყოველი პერსონაჟის გადაქცევას ვულგარული კაცობრიობის იდეოგრამად“, თან იკითხავს, "ხომ არ არიან ეს ბოშები ეკრანი, რომელზეც ბოსნიაში დაბადებული რეჟისორი საკუთარ ოსტრაკიზმისა და უსახლკარობის გრძნობებს აპროექტებს“.[3]
ენდრიუ ო'ჰეჰირმა „სალონიდან“ დადებითი მიმოხილვა დაწერა, აღწერა ფილმი, როგორც „მანიაკალური, კარნავალური, და სიკვდილის აღმქმელი უმნიშვნელო (და დროებით) უხერხულობად“. ის აქებს „კუსტურიცას დამაჯერებელ პორტრეტს მშობლიური ქვეყნისა, როგორც სოციალური და არქიტექტურული ნანგრევისა, სადაც ყველაფერი ან ინგრევა, ან ზედმეტად აშენებულია არასწორი გრანდიოზულობით“. ო'ჰეჰირი ასკვნის: „კუსტურიცა ნახევრად ირონიულ ტონს ირჩევს ამ გადატვირთულ, ხმაურიან შედევრში, რომლის კატეგორიზაციაც თითქმის შეუძლებელია. აღმოსავლეთ ევროპული კინოს ტრადიციაში, ის დასცინის სოფლის მაგიური რეალიზმის კონვენციებს სულ მცირე იმდენად, რამდენადაც მათ ემხრობა. მაგრამ არაფერია ცინიკური ან ცივგულიანი „შავ კატა, თეთრ კატაში“. ისევე როგორც ბატების, ღორების, თხების, ძაღლებისა და კატების ტალღები, რომლებიც ზოგჯერ ემუქრებიან ადამიანი პერსონაჟების გადაფარვას, ის უგონოდ, აღუწერლად ცოცხალია“.[4]
პიტერ სტაკი სან ფრანცისკო ქრონიკლიდან აქებს ფილმის პერსონაჟებს, რომლებიც, „იქნებიან ისინი უცნაურები თუ ვერაგები, საოცრად ადამიანურები გამოდიან.“[5]
ვებ-კრიტიკოსმა ჯეიმს ბერარდინელიმ შეაქო ფილმი, როგორც „რაღაც ახალი და ენერგიული ეპოქაში, როდესაც ისეთი იდიოტური რამ, როგორიცაა „არმაგედონი“, არის 1998 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და ფილმები ზოგადად მიჰყვებიან უსაფრთხო, კომფორტულ ნიმუშებს, რადგან სწორედ ამას აჩვენებს სტუდიების კვლევა, რომ აუდიტორია ითხოვს“. მან შეაქო ფილმის „მიწიერი შეგრძნება. ფილმის ხიბლი, ისაა, რომ მას აკლია მაღალბიუჯეტიანი ნამუშევრების სიპრიალე, თუმცა ოსტატურად არის გადაღებული“, შეაქო ბაირამ სევერჯანისა და ბრანკა კატიჩის შესრულება და დაასკვნა, რომ „მთუმცა შედევრი არ არის, კუსტურიცას უახლესი ფილმი ნამდვილი სიამოვნებაა მათთვის, ვინც ეძებს სიცილის ჯანსაღ დოზას კულტურაში, რომლის თავისებურებებიც იშვიათად არის ასახული ფილმებში.“[6]
საუნდტრეკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ კინოსურათში, რადგან ის თითქმის ყველა სცენაშია წარმოდგენილი. ზარიე განსაკუთრებით ერთგულია მუსიკისა, ადგილობრივი ბენდი სპეციალურად მისთვის უკრავს საავადმყოფოდან გამოსვლისას და შემდეგ ბაზრობაზე, ტბასთან.
ტრეკების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | სახელწოდება | კომპოზიტორი | ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|
| 1. | „Bubamara / Bubamara (ძირითადი ვერსია)“ | ნელე კარაილიჩი | 3:57 |
| 2. | „Duj Sandale“ | ტრადიციული | 2:49 |
| 3. | „Železnička Stanica / რკინიგზის სადგური“ | ნელე კარაილიჩი, დეიან სპარავალო, ვოისლავ არალიცა | 2:33 |
| 4. | „Jek di Tharin (Bluz Verzija) / Jek Di Tharin II (New version)“ | ტრადიციული | 3:55 |
| 5. | „Daddy, Don't Ever Die on a Friday“ | ნელე კარაილიჩი, დეიან სპარავალო | 3:18 |
| 6. | „Bubamara (Vivaldi version)“ | ნელე კარაილიჩი | 2:36 |
| 7. | „Odlazi nam deda / Daddy's gone“ | ტრადიციული | 1:07 |
| 8. | „Long Vehicle“ | ნელე კარაილიჩი, დეიან სპარავალო | 6:01 |
| 9. | „Pit bull (mixed by Pink Evolution)“ | დეიან სპარავალო, ვოისლავ არალიცა | 3:40 |
| 10. | „El Bubamara pasa“ | ნელე კარაილიჩი | 3:20 |
| 11. | „Ja Volim Te Još/Meine Stadt“ | ნელე კარაილიჩი, დეიან სპარავალო | 3:14 |
| 12. | „Bubamara (Panj) / Bubamara (Tree Stump)“ | ნელე კარაილიჩი | 0:33 |
| 13. | „Jek Di Tarin“ | ტრადიციული | 2:42 |
| 14. | „Laži / Lies“ | ვოისლავ არალიცა | 0:30 |
| 15. | „Potera / Hunting“ | დეიან სპარავალო | 1:01 |
| 16. | „Dejino kolo / Dejo dance“ | დეიან სპარავალო | 1:01 |
| 17. | „Bugarsko kolo / ბულგარული ცეკვა“ | დეიან სპარავალო | 1:25 |
| 18. | „Bubamara (Suncokret) / Bubamara (Sunflower)“ | ნელე კარაილიჩი | 3:10 |
| 19. | „Black Cat White Cat“ | ვოისლავ არალიცა | 8:52 |
სხვა სიმღერები ფილმიდან, რომლებიც არ შედის ორიგინალ საუნდტრეკის ალბომში:
- Where Do You Go - შესრულებული No Mercy-ს მიერ, კლუბის მიქს ვერსია (სცენა დადანის სახლში)
- Nowhere Fast - შესრულებული Fire Inc.-ის მიერ (იდა ნაჩვენებია ამ სიმღერის მუსიკალურ ვიდეოზე ცეკვისას)
- Money, Money, Money (ABBA) - შესრულებული დადანის მიერ
- Ne dolazi" - შესრულებული მატკოს მიერ
- Dunaveki vali - შესრულებული მუსიკალური ყუთის მიერ
- Lubenica" - შესრულებული დადანის მიერ
- Jek Ditharin - შესრულებული ბრაცა ლავაჩის მიერ
- Von cerena todikano svato - შესრულებული ლიუბიცა აჯოვიჩის მიერ
- An der schönen blauen Donau - შესრულებული ბელგრადის ფილარმონიული ორკესტრის მიერ
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვოისლავ არალიცა – გიტარა, კლავიშები
- შაბან ბაირამოვიჩი – ვოკალი
- რადე კოსმაიაცი – კლავიშები
- ზორან მილოშევიჩი – აკორდეონი
- ბოკან სტანკოვიჩი – საყვირი
- საუნდტრეკის რამდენიმე არაოფიციალური ასლი არასწორად ასახელებს გორან ბრეგოვიჩს, როგორც კომპოზიტორს.[7]
ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტომობილი, რომელსაც ატარებს ზარე დესტანოვი (ფლორიან აიდინი), არის 1966 წლის Renault Caravelle.
დადანის თანამზრახველთაგან ერთ-ერთი ყოველთვის ნაჩვენებია იტალიური კომიქსის, Alan Ford-ის კითხვისას, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბალკანეთში.[8]
წყაროები
- 1 2 3 4 Crna macka, beli macor en (1998-09-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 March 2023. ციტირების თარიღი: 2023-05-28
- ↑ Maslin, Janet. (October 3, 1998) FILM FESTIVAL REVIEW; Take Gypsies, Add the Danube And Mix Well With Jubilation. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2023. ციტირების თარიღი: November 8, 2013
- ↑ Hoberman. (September 7, 1999) Chaos Theories. The Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 26, 2002. ციტირების თარიღი: November 8, 2013
- ↑ O'Hehir. (September 23, 1999) Black Cat, White Cat. Salon. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 13, 2012. ციტირების თარიღი: November 8, 2013
- ↑ Stack. (September 17, 1999) 'Black Cat' Pokes Fun at Slovenian Mobsters. San Francisco Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 April 2023. ციტირების თარიღი: November 8, 2013
- ↑ Berardinelli. (1999)Black Cat, White Cat. ReelViews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2021. ციტირების თარიღი: November 8, 2013
- ↑ Goran Bregović - Black Cat White Cat (Original Soundtrack from the Film). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2022. ციტირების თარიღი: 12 October 2022
- ↑ Kravchenko, Arina. (2013-02-01) Black cat, white cat.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-06-04. ციტირების თარიღი: 2024-06-04