შავი ზღვის ოკრუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი ზღვის ოკრუგი (რუს. Черноморский округ; 1866-1896) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ნოვოროსიისკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი ზღვის ოკრუგი 1866 წლის 10 მარტს შეიქმნა. თავდაპირველად მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს — ტუაფსესა და ბზიფს შორის და შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის წყალგამყოფ ქედამდე. ორ წელიწადში, 1868 წელს ოკრუგს მიუერთეს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მიწები ქალაქ ანაპის ჩათვლით, სადაც განლაგებული იყო ყუბანის კაზაკთა ჯარების შაფსუღის სანაპირო ბატალიონი. ოკრუგის ცენტრად გამოცხადდა ქ. ნოვოროსიისკი.

1867 წლის 25 იანვარს ოკრუგის პირველ ხელმძღვანელად დანიშნეს პოლკოვნიკი დიმიტრი პილენკო, რომელიც ამ თანამდებობაზე 1876 წლამდე მუშაობდა.

1870 წელს ოკრუგი დაიყო სამ უბნად (პოპეჩიტელსტვოდ): ველიამინოვის (ტუაფსეს), ნოვოროსიისკის და სოჭის (დახოვსკოე). 1874 წელს პოპეჩიტელსტვოები გადაკეთდა განყოფილებებად. 1884 წელს ქალაქი ანაპა გადაეცა ყუბანის ოლქს.

1888 წლის 21 მარტის ბრძანებით შავი ზღვის ოკრუგს ჩამოერთვა ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა და შეუერთდა ყუბანის ოლქს. ამის მიზეზად ჩაითვალა ამ მხარის აუთვისებლობა და მოსახლეობის სიმცირე. 1896 წლის 23 მაისს შავი ზღვის ოკრუგი გადაკეთდა შავი ზღვის გუბერნიად, რომლის ცენტრი ქალაქი ნოვოროსიისკი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Черноморский округ დაარქივებული 2023-01-09 საიტზე Wayback Machine.
  • Основные административно-территориальные преобразования на Кубани (1793—1985 гг.) / Сост.: А. С. Азаренкова, И. Ю. Бондарь, Н.С. Вертышева. — Краснодар: Краснодарское кн. изд-во, 1986. — 394 с.